2026-11-19 18:35:29, 460 ნახვა
საზოგადოება
მაშველებმა ფონიჭალაში ნანგრევებიდან ბავშვის და ქალის ცხედარი ამოასვენეს
ფონიჭალაში, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან 2 პირის ცხედარი ამოიყვანეს.
გარდაცვლილები არიან ქალი და ბავშვი.
ახლა მაშველები დანარჩენ 4 პირს ეძებენ.
მანამდე ნანგრევებიდან მაშველებმა მცირეწლოვანი ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს.
სამძებრო სამუშაოებს ხელახალი ნგრევის საფრთხე ართულებს - ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა ქვემო ფონიჭალაში განაცხადა.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან