00:57 - 20 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-19 15:15:00, 602 ნახვა

პოლიტიკა
ნადარაია - პრემიერმა რაც თქვა, პრემიერის სიტყვებია, სასამართლო არის სასამართლო და კარგად დაიმახსოვრეთ

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა არ ნიშნავს, რომ პარტიების გაუქმების გადაწყვეტილება მიღებულია.

ამის შესახებ მან დღეს, 19 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში ენმ-ს წარმომადგენლის, ზაზა ბიბილაშვილის პასუხად განაცხადა. მან შენიშვნა მისცა ბიბილაშვილს, რომელმაც სასამართლოს მიმართა, რომ პარტიებს აუქმებდა.

„პრემიერმა თქვა, რომ ჩვენ ვაუქმებთო და ბოდიში, რომ ჩვენ ამას ვვარაუდობთ… თქვენ ემიჯნებით პრემიერის სიტყვებს?“, – მიმართა ზაზა ბიბილაშვილმა რევაზ ნადარიას.

პასუხად რევაზ ნადარაიამ ზაზა ბიბილაშვილს უთხრა, რომ პროვოკატორობდა.

გაწყვეტინებთ და გაფრთხილებთ, მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ, ახლა საზოგადოების თვალში პრემიერისა და სასამართლოს გაიგივება გნებავთ ერთმანეთთან? პრემიერმა რაც თქვა პრემიერის სიტყვებია, სასამართლო არის სასამართლო, იურისტი ხართ. რაც შეეხება იმას ვემიჯნები თუ არა პრემიერის სიტყვებს, რას ნიშნავს პრემიერს ვემიჯნები? პროვოკატორობთ, მინდა გითხრათ. სასამართლო არაფერს არ აუქმებს, სასამართლო იხილავს. ვერ ვიგებ ამ ტიპის პრეტენზიას. სასამართლოში შემოვიდა სარჩელი, კონკრეტული საფუძვლებითა და მოთხოვნით. რას ითხოვთ სასამართლოსგან, არ უნდა განიხილოს?

ზაზა ბიბილაშვილი: აქ რომ შესაბამისი სტანდარტები მოქმედებდეს, ეს სარჩელი საერთოდ წარმოებაში არ უნდა მიღებულიყო.

რევაზ ნადარაია: კიდევ ერთხელ იტყვით სასამართლო სხდომის დარბაზში, რომ განხილვა გაუქმებად მიგაჩნიათ და საზოგადოებას რომ გინდათ დაანახოთ წინასწარ, რომ სასამართლო აუქმებს, ეს არის სასამართლოსადმი უპატივცემლობა და სასამართლო მიიღებს შესაბამის ზომებს. კეკლუცობთ საზოგადოების წინაშე... აუქმებთ, აუქმებთ, არ ვაუქმებთ, ვიხილავთ! შედეგი რა იქნება დაელოდეთ“,- განაცხადა ნადარაიამ, რასაც თავის მხრივ ბიბილაშვილმა უპასუხა, რომ მას პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სჯერა, როცა მან თქვა, რომ „ჩვენ ვაუქმებთო“.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია გაგზავნა
ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პუნქტის შესაბამისად
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
ტრამპმა ევროპელები პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის დახმარებისთვის გააკრიტიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics