|
2026-11-19 13:20:50, 559 ნახვა
პოლიტიკა
მინსკში შეხვედრა საგარეო კურსის ცვლილების დასტურია - დიპლომატთა საზოგადოება ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრაზე
„საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება“ განცხადებით ეხმაურება მინსკში დღეს, 19 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის დაგეგმილ შეხვედრას. ორგანიზაციაში, რომელიც კარიერულ დიპლომატებს აერთიანებს, მიიჩნევენ, რომ „რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ქართული მხარის მიერ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნა და შეხვედრის ადგილად მინსკის განსაზღვრა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა“. ამასთან, მათი განცხადებით, საერთაშორისო მედიატორების გარეშე, ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების რუსეთის მოკავშირე-სახელმწიფოს დედაქალაქში გამართვა მხოლოდ ტექნიკური ან ლოგისტიკური საკითხი არაა. „ეს პოლიტიკური არჩევანია, რომელიც რუსეთისთვის ხელსაყრელ გარემოში და მისაღებ ფორმატში მოლაპარაკებების წარმართვას ნიშნავს" და რუსეთის პირობებით ურთიერთობების ნორმალიზებას ემსახურება, ნაცვლად რუსეთთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის შესახებ დიალოგისა. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მანდატის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხით გაფართოებას და ამ პოზიციაზე მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დანიშვნას ორგანიზაცია განიხილავს „დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად“, რაც, მათი თქმით, „საქართველოს აქამდე დეკლარირებულ მიდგომას ეწინააღმდეგება და ამავდროულად საფრთხის ქვეშ აყენებს ჟენევის მოლაპარაკებების საერთაშორისო ფორმატს“. არსებული ინფორმაციით, ზურაბაშვილსა და გალუზინს შორის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 12:00 საათზე უნდა დაიწყოს და სავარაუდოდ, ხანგრძლივი იქნება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია გაგზავნა
ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პუნქტის შესაბამისად
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
ტრამპმა ევროპელები პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის დახმარებისთვის გააკრიტიკა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



