|
2026-11-19 11:57:29, 498 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი: საქართველოს ბანკი მწვანე დაფინანსების ბაზრის ლიდერად რჩება
საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების 2026 წლის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის ბოლოს საქართველოს ბანკის ტაქსონომიის შესაბამისი მწვანე სესხების პორტფელმა დაახლოებით 1.27 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს საბანკო სექტორში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ბაზრის 68%-ს წარმოადგენს. საქართველოს ბანკი წამყვან პოზიციას იკავებს არამხოლოდ პორტფელის მოცულობით, არამედ 2025 წლის განმავლობაში გაცემული მწვანე სესხების მიხედვითაც. ანგარიშის თანახმად, წლის განმავლობაში დაახლოებით 838 მილიონი ლარის ტაქსონომიის შესაბამისი მწვანე სესხი გაიცა. აქედან თითქმის ნახევარი, დაახლოებით 413 მილიონი ლარი, საქართველოს ბანკზე მოდის. საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ბიზნესები ინვესტირებას ახორციელებენ განახლებად ენერგიაში, მდგრად მშენებლობაში, ენერგოეფექტურობაში, მდგრად სოფლის მეურნეობასა და მწვანე ტრანსპორტში. ეს კომპანიებს საოპერაციო ხარჯების შემცირებაში ეხმარება, ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას და ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას. ბანკი ლიდერობს მწვანე აქტივების კოეფიციენტითაც (Green Asset Ratio). საქართველოს ბანკის მაჩვენებელი 3.2%-ს შეადგენს, მაშინ როცა სექტორის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 2.1%-ია. ამასთან, საქართველოს ბანკი სექტორში პირველ ადგილზეა ტაქსონომიის შესაბამისი სოციალური დაფინანსების ჯამური მოცულობითაც. ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ქვეყანაში ტაქსონომიის შესაბამისი მწვანე დაფინანსება 42.5%-ით გაიზარდა და 2.16 მილიარდ ლარს მიაღწია. ამ ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა კი საქართველოს ბანკია.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია გაგზავნა
ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პუნქტის შესაბამისად
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
ტრამპმა ევროპელები პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის დახმარებისთვის გააკრიტიკა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



