23:03 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-17 15:31:20, 380 ნახვა

პოლიტიკა
ნადარაია კვლავ გაკაპასდა - მე არ ვიცი, რა არის რუსული კანონი

საკონსტიტუციო სასამართლოში, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვისას, კამათი მოჰყვა ტერმინს „რუსული კანონი“, რომლითაც საზოგადოების ნაწილი და ხელისუფლების ოპონენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მოიხსენიებენ.

17 ნოემბრის სხდომაზე „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ თქვა, რომ 2023 და 2024 წლების საპროტესტო აქციების მიზანი „რუსული კანონის უკან წაღება“ იყო. ამ ფორმულირების გამოყენება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა გააპროტესტა. პროტესტს სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიაც დაეთანხმა და სიორიძეს მოსთხოვა, კანონი ოფიციალური სახელწოდებით მოეხსენიებინა.

„აბსოლუტურად სწორი შენიშვნაა და ვფიქრობ, რომ მე უნდა მიმეცა ამაზე შენიშვნა, სანამ მხარე ამაზე პროტესტს დააყენებდა. მე არ ვიცნობ, მე არ ვიცი, რა არის რუსული კანონი“, - თქვა ნადარაიამ.

სიორიძემ საპასუხოდ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი არჩილ გორდულაძე იყენებდა ფორმულირებას „გამჭვირვალობის ქართული კანონი“. მისი თქმით, „ქართული კანონიც“ სამართლებრივი ტერმინი არ არის.

„მაშინ მეც ვიტყვი - გამჭვირვალობის რუსული კანონი“, - განაცხადა სიორიძემ.

ნადარაიამ მას კვლავ მოუწოდა, კანონის ოფიციალური სახელწოდება გამოეყენებინა, პოლიტიკური შეფასებები კი სასამართლოს გარეთ გაეკეთებინა.

„პატივი ეცით სახელმწიფო ინსტიტუტებს, პატივი ეცით სასამართლოს. სასამართლოში ხართ თქვენ და სასამართლოში კანონი უნდა მოიხსენიოთ ისე, როგორც მას ეს ჰქვია“, - თქვა მან.

კამათისას სიორიძემ სხდომის თავმჯდომარეს მიმართა: „გთხოვთ უზრუნველყოთ, რომ ბატონი გორდულაძე დასტაბილურდეს“.

17 ნოემბრის სხდომაზე „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ თქვა, რომ 2023 და 2024 წლების საპროტესტო აქციების მიზანი „რუსული კანონის უკან წაღება“ იყო. ამ ფორმულირების გამოყენება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა გააპროტესტა. პროტესტს სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიაც დაეთანხმა და სიორიძეს მოსთხოვა, კანონი ოფიციალური სახელწოდებით მოეხსენიებინა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
შსს - ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა , ერთ-ერთი ძალადობის ბრალდებით დაიჭირეს
ილონ მასკი ტრამპთან ერთად ჩინეთში Air Force One-ით გაემგზავრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics