|
2026-11-12 15:21:41, 284 ნახვა
სამართალი
სასამართლომ დავით ფეიქრიშვილი და ალექსანდრე ჩაფოძე პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული დავით ფეიქრიშვილი და ალექსანდრე ჩაფოძე პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო. სხდომაზე დავით ფეიქრიშვილმა თქვა, რომ მისი ცემისა და წამების მიზეზი ტელეფონის გახსნა იყო. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ყველაფერში ჩართულები იყვნენ ციხისა და პენიტენციურის უფროსები. ფეიქრიშვილის სიტყვას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. "გიჩო აჩვენებდა ტელეფონებს. ამ დროს მე უკვე ნაცემი და ნაწამები ვიყავი. მე ვეუბნებოდი, რომ თუ პოლიციას ენდომებოდა, გახსნიდა. მიპასუხეს - "არა, ჩვენ გვინდა, უნდა დავამტკიცოთ, რომ შენ მართალი ხარ", ვითომ ჩემს მხარეს იყვნენ. მათი [ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო", ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი] შემოსვლის მომენტიდან ჩემთან შემოიყვანეს. არც კარანტინი გაუვლიათ. პროკურორის პასუხიმგებლობა იკვეთება. მე რომ მაწამებდნენ, ამაში ჩართულები იყვნენ ციხისა და პენიტენციურის უფროსები. ისინი შემოიყვანეს პარასკევს, რომ ორშაბათამდე ხმა ვერ მიმეწვდინა. ამის შემდეგ გადამიყვანეს "ვივამედში" შემდეგ კი უკან დამაბრუნეს. მე რომ გავყავდი, გოცირიძე და შოთა ყიფიანი, ციხის თანამშრომლებთან ერთად დამყვებოდნენ, რომ ვინმესთვის რაიმე არ მეთქვა. იზოლირებული ვყავდი. ერთადერთი შანსი ის იყო, რომ ორშაბათამდე გამეძლო, რომ ადვოკატი შემოსულიყო. მანამდე კი ის ადვოკატი, რომელთანაც 11 წელი ვმეგობრობდი და შვილის ნათლია ვარ, მოვიდა და ადვოკატი ვეღარ ვიქნებიო. ნდობა ამ პროკურორის მიმართ ნულია." - განაცხადა ფეიქრიშვილმა პროცესზე, ინტერპრესნიუსის ცნობით. შეგახსენებთ, რომ დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოსამართლე ევა გოცირიძე: სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ გამოიძიოს, ადეკვატურად დასაჯოს დამნაშავე და აღასრულოს ეს გადაწყვეტილება სწორად და ეფექტიანად
კობახიძე - როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა
ოლე-ოლას სიმღერის გამო მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს
ანდრია ჯაღმაიძე - ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)