|
2026-11-04 15:34:46, 472 ნახვა
პოლიტიკა
მახაშვილი - ევროკომისიის ანგარიში ძალიან გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ დოკუმენტს ჰგავს
ევროკომისიის ანგარიში ძალიან გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ დოკუმენტს ჰგავს, რომელმაც ბევრი იჩხიკინა და ბევრი იწვალა, მაგრამ მაინც ვერ გააკეთა ის, რაც უნდოდა, – მის შესახებ ოლიგარქ ივანიშვილის წარმომადგენელმა ლევან მახაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკომისიის დოკუმენტში ახალი არაფერი წერია, იმ ძველი ბრალდებების თავმოყრა და გაერთიანებაა, რაც გასულ თვებში გვესმოდა. „ამიტომ, ამ დოკუმენტს ჩვენთვის დამატებითი, ახალი ღირებულება არ აქვს. რაც შეეხება მეთოდოლოგიას, დოკუმენტი მომზადებულია ცალმხრივად, ერთი მხარის მიერ. არანაირი კომუნიკაცია არ იყო საქართველოსთან, სამინისტროებთან, ექსპერტებთან, ანუ ის, რაც ნორმალურ პირობებში, იგივე სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შემთხვევაში ხდებოდა, საქართველოსთან მიმართებაში არ იყო. შესაბამისად, ანგარიში ვერ იქნება დაბალანსებული და ობიექტური. ეს არის ცალმხრივად, ბრიუსელის ფანჯრებიდან თუ ოთახებიდან ხუთი-ექვსი ადამიანის მიერ დაწერილი ანგარიში, სადაც საქართველოს არანაირი ხედვა არ არის წარმოდგენილი. რაც შეეხება შინაარსს, რა თქმა უნდა, აქ ბევრი აბსურდული განცხადებაა. კარგ მაგალითად რად ღირს – „თვითნებურად დაკავებული ადამიანების“ მოხსენიება. საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ასეთი ტიპის ადამიანებს, ასეთი დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს ევროპაში მკვლელობის ბრალდებით ასამართლებენ, საქართველოში კი „თვითნებურად დაკავებულ პირებს“ უწოდებენ და საქართველოს ხელისუფლებას მათ გათავისუფლებას სთხოვენ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
წილოსანი Euronews-ზე - კობახიძეს, აშკარად მოუმზადებელი და მიკერძოებული ჟურნალისტი უპირისპირდებოდა
მახაშვილი - ევროკომისიის ანგარიში ძალიან გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ დოკუმენტს ჰგავს
ევროკომისიის ანგარიში - გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)