|
2026-11-04 15:30:50, 485 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი – გუშინდელი ინტერვიუ იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია, რომ ევროკავშირი, ამ შემთხვევაში წამყვანის სახით, საუბრობს ბრალდებებით
ბრიუსელმა აირჩია კონფრონტაციის და არა დიალოგის გზა, რაც არაევროპული ქცევაა, თუმცა, სამწუხაროდ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში ბოლო პერიოდში ეს ქცევა დომინირებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირი, მისი საგარეო პოლიტიკური სპიკერები და კომისრები ორიენტირებული არიან უფრო დაძაბვისკენ, კონფრონტაციისკენ, ომის რიტორიკისკენ, რაც რადიკალურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის შექმნის იდეასაც კი. „ეს არის დაბრუნება ასი წლის წინანდელ რიტორიკაში, რაც იმედგამაცრუებელია ევროკავშირის მხრიდან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ინტერვიუ იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია, რა ხდება დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, წამყვანი, საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად, გადადიოდა ბრალდებებზე და, საკუთარი თავის გარდა, არავის უსმენდა. „ძალიან საინტერესო იყო, გვეხილა ის წამყვანი, რომელმაც, ჩემი აზრით, მოახდინა საუკეთესო ვიზუალიზაცია, სად არის პრობლემა. თქვენ იხილეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც საუბრობდა მუდმივად დიალოგზე, ცდილობდა ჩვენი პოზიციის ახსნას და წამყვანი, რომელიც, საკუთარი თავის გარდა, არ უსმენდა არავის. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად, გადადიოდა ბრალდებებზე და საკუთარი თავის დარწმუნებაში, რომ ის არის მართალი. ამიტომ ვფიქრობ, ეს იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია, რა ხდება დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში, საქართველო, რომელიც მშვიდად, საკუთარი ეროვნული ინტერესების წარმოდგენით მოუწოდებს ევროკავშირს დიალოგისკენ, საგნობრივი დისკუსიისკენ და ევროკავშირი, ამ შემთხვევაში ამ წამყვანის სახით წარმოდგენილი, რომელიც ბრალდებებით საუბრობს, დიალოგზე უარს ამბობს და, საკუთარი თავის გარდა, არავის არ უსმენს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
წილოსანი Euronews-ზე - კობახიძეს, აშკარად მოუმზადებელი და მიკერძოებული ჟურნალისტი უპირისპირდებოდა
მახაშვილი - ევროკომისიის ანგარიში ძალიან გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ დოკუმენტს ჰგავს
ევროკომისიის ანგარიში - გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)