16:37 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-04 14:25:50, 532 ნახვა

მსოფლიო
მიჩიგანის შტატში სენატორის ადგილი მუსლიმმა დემოკრატმა აბდულ ელ-საიდმა მოიპოვა

დემოკრატმა კანდიდატმა აბდულ ელ-საიდმა გაიმარჯვა აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში მიჩიგანის წარმომადგენლობის არჩევნებში, რითაც დაამარცხა რესპუბლიკელი მაიკ როჯერსი. ის ქვეყნის ისტორიაში პირველი მუსლიმი სენატორი გახდება.

როგორც ონლაინ გამოცემა The Independent აღნიშნავს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ელ-საიედს განზრახ რამდენჯერმე „მოჰამედი“ უწოდა და ისიც კი თქვა, რომ ის „შეშლილი ჯიჰადისტია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა (აშშ - რედ.) სძულს“.

აბდულ ელ-საიდი არის ამერიკელი ექიმი, ეპიდემიოლოგი, პოლიტიკური აქტივისტი და კომენტატორი. ის არის ამერიკის პროგრესული ფრთის ერთ-ერთი ცნობილი მუსლიმი ლიდერი მიჩიგანის შტატში.

წარსულში ხელმძღვანელობდა დეტროიტის ჯანდაცვის დეპარტამენტს, სადაც იყო ყველაზე ახალგაზრდა ჯანდაცვის კომისარი აშშ-ის დიდ ქალაქებს შორის.

2018 წელს მონაწილეობდა მიჩიგანის გუბერნატორის პრაიმერიზში დემოკრატიული პარტიიდან, სადაც მიიღო პროგრესული ძალების (მათ შორის ბერნი სანდერსის) მხარდაჭერა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
წილოსანი Euronews-ზე - კობახიძეს, აშკარად მოუმზადებელი და მიკერძოებული ჟურნალისტი უპირისპირდებოდა
მახაშვილი - ევროკომისიის ანგარიში ძალიან გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ დოკუმენტს ჰგავს
ევროკომისიის ანგარიში - გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics