16:37 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-04 14:17:32, 542 ნახვა

ევროპის ამბები
გერმანიამ დემოკრატებს აშშ-ის შუალედურ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

გერმანიამ დემოკრატებს აშშ-ის შუალედურ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის მთავრობაში ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის კოორდინატორი, მეტინ ჰაკვერდი, ვარაუდობს, რომ აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად იმოქმედებს ბერლინსა და ვაშინგტონს შორის პოლიტიკურ ვითარებაზე.

„ამერიკამ ცვლილებები აირჩია“, - განაცხადა ჰაკვერდიმ dpa-სთან ინტერვიუში. მან დასძინა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდწილად გააგრძელებს აშშ-ის პოლიტიკის განსაზღვრას, ამიტომ გერმანია გააგრძელებს ორივე მხარესთან კავშირების შენარჩუნებას.

თავის მხრივ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა აშშ-ის დემოკრატიულ პარტიას „ისტორიული გამარჯვება“ მიულოცა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია იგივე დარჩება, ამიტომ ბერლინი გააგრძელებს მასთან თანამშრომლობას.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
წილოსანი Euronews-ზე - კობახიძეს, აშკარად მოუმზადებელი და მიკერძოებული ჟურნალისტი უპირისპირდებოდა
მახაშვილი - ევროკომისიის ანგარიში ძალიან გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ დოკუმენტს ჰგავს
ევროკომისიის ანგარიში - გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics