|
2026-11-04 13:25:12, 4267 ნახვა
სამართალი
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს
4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებმა - მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პენიტენციური დაწესებულება დატოვეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ორივე მათგანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, რომ მას პოლიტიკური გეგმები არ აქვს და საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ხედავს. "[4 ოქტომბერზე] მე პასუხისმგებლობა ავიღე და სასჯელიც მოვიხადე [...] პასუხისმგებლობა მქონდა და ახლაც მაქვს - მარტივი არაა, როცა შენ რაღაცას მოუწოდებ და ამის შემდეგ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება. ეს მძიმე პასუხისმგებლობაა, რომელსაც ახლაც ვგრძნობ. ამიტომაც მოვუწოდებდი მათ, რომ საპროცესო შეთანხმებით ესარგებლათ და მიხარია, რომ უმრავლესობამ ეს გააკეთა [...] ყველაფერი, რაც მე გავაკეთე, ეს 4 ოქტომბერს იყო, მანამდე თუ შემდეგ, ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი ქვეყნისთვის გავაკეთე [...] არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს, ცხადია. ბევრი მიზეზის გამო. ციხეში 50 წლის გავხდი, ბავშვიც არ ვარ, ამიტომ რაღაც გადაფასებები ხდება, ადამიანი ბევრ რამეზე ფიქრობს. მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ, ყოველ შემთხვევაში და ეს, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება არანაირ საპროცესო შეთანხმებას, იმიტომ, რომ ეს შეთანხმება უბრალოდ ბრალის აღიარებას დაეფუძნა და არა ვინმესთან რაიმე პირობებს". - თქვა ზოდელავამ. ლაშა ბერიძემ კი თქვა, რომ მისი აზრით, 4 ოქტომბერი შედგა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)