02:51 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-03 22:54:33, 3067 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე აგენტების კანონზე - - როდესაც ვენეციის კომისია ან ევროკომისია აცხადებს, რომ ეს კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებელია - ეს სრული სიცრუეა

2024 წლის ივნისში სწორედ ევროკომისიამ მიიღო საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილება, - ამის შესახებ  ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის" მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.

მისი  თქმით, როდესაც „გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით ვენეციის კომისია ან ევროკომისია აცხადებს, რომ ეს კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებელია, სრული სიცრუეა და მსგავსი კატეგორიული განცხადებების ნაცვლად, უმჯობესია, კანონმდებლობის კონკრეტულ დეტალებზე გაიმართოს დისკუსია.

„„გამჭვირვალობის კანონის" მოქმედების შეჩერება გამოსავალი არ არის, რადგან მე, როგორც იურისტს, და თუნდაც იურისტი არ ვიყო, ვერ წარმომიდგენია გონივრულად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ, მაგალითად, იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ანგარიშგების წარდგენა არასწორია. ეს აბსურდია. იუსტიციის სამინისტროში ყოველწლიური ანგარიშგების წარდგენა და საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. მაგრამ როდესაც ვენეციის კომისია ან ევროკომისია აცხადებს, რომ ეს კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებელია, ეს სრული სიცრუეა. სწორედ ამიტომ, მსგავსი კატეგორიული განცხადებების გაკეთების ნაცვლად, უმჯობესია, კანონმდებლობის კონკრეტულ დეტალებზე დისკუსია გაიმართოს. მე კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ევროპული ბიუროკრატია შეიცვლება,"- აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics