|
2026-11-02 12:27:54, 589 ნახვა
პოლიტიკა
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ივანიშვილის წარმომადგენელი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ევროპაში მიმდინარე აქციებს ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოში რამდენიმე თვის წინ მიმდინარე ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა. „მოლოტოვის კოქტეილებიც“ ისევ მენიუშია, პოლიციელებზე თავდასხმებიც და მასობრივი დაკავებებიც. ოღონდ ახლა, როდესაც ძალადობა მათივე ქვეყნების ქუჩებში ხდება, შეფასებებიც რადიკალურად განსხვავებულია. „დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც საქართველოში „მოლოტოვის კოქტეილების“ რომანტიზებას ევროპული დემოკრატიის ფონდი აფინანსებდა, ხოლო სხვადასხვა ევროპარლამენტარი ძალადობრივი აქციების მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებდა. არც ის დროა შორს, როდესაც ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოში მიმდინარე ძალადობრივ აქციებს დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების სახელით ამართლებდნენ, ჩვენ კი თითის ქნევით გვასწავლიდნენ, როგორ უნდა ემოქმედა სახელმწიფოს, როგორ უნდა ყოფილიყო პოლიცია უმოქმედო და არ დაეკავებინა ძალადობაში მონაწილე პირები. სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა. „მოლოტოვის კოქტეილებიც“ ისევ მენიუშია, პოლიციელებზე თავდასხმებიც და მასობრივი დაკავებებიც. ოღონდ ახლა, როდესაც ძალადობა მათივე ქვეყნების ქუჩებში ხდება, შეფასებებიც რადიკალურად განსხვავებულია. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა, პოლიციელების მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილის სროლა პირდაპირ „მკვლელობის მცდელობად“ შეაფასა. ამ ორმაგი სტანდარტის ფონზე შეუძლებელია არ გავიხსენოთ იმ პერიოდში საქართველოში აკრედიტებული რიგი დიპლომატების „დიპლომატია“. ისინი მოძალადეების დასაცავად განცხადებებს არ იშურებდნენ, სასამართლო პროცესებს არ ტოვებდნენ, მოსამართლეებზე ზეწოლის შთაბეჭდილებას ქმნიდნენ და თბილისის ქუჩებში მიმდინარე არეულობის მიმართ განსაკუთრებულ სოლიდარობას გამოხატავდნენ. არაერთხელ გვითქვამს - ასეთი „მშვიდობიანი პროტესტი“ მათი ქვეყნების ქუჩებშიც გვენახოსო კარმა იქით იყოს, ეს უფრო კანონზომიერებაა - როდესაც სხვის ქვეყანაში უკანონობას, ქაოსსა და ძალადობას, არასწორ პოლიტიკას ახალისებ, არ უნდა გაგიკვირდეს, თუ ერთ დღესაც ეს ყველაფერი შენთვისაც ნორმა გახდება“, - წერს წილოსანი.
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)