|
2026-10-29 14:33:14, 493 ნახვა
პოლიტიკა
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ცნობით, 24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კერძო კომპანიის დირექტორია, რაც კანონით აკრძალულია. ორგანიზაციის განცხადებით, კანონით, ეს მაღალჩინოსნები თანამდებობიდან დღესვე უნდა გათავისუფლდნენ. "მერი, მერის მოადგილეები, საკრებულოს მაღალჩინოსნები, სახელმწიფო სსიპ-ების უფროსები საჯარო სამსახურის პარალელურად კერძო კომპანიებს ხელმძღვანელობენ, რაც კორუფციის რისკის გამო კანონით მკაცრადაა აკრძალული. მოქმედი ანტიკორუფციული კანონმდებლობის თანახმად, საჯარო სამსახური (მათ შორის თანამდებობაზე ყოფნა) და სამეწარმეო სუბიექტის დირექტორობა ერთმანეთთან შეუთავსებელი საქმიანობებია. კანონი ახალ თანამდებობის პირს აძლევს 10-დღიან ვადას, რათა მან დათმოს სამეწარმეო სუბიექტის დირექტორობა - წინააღმდეგ შემთხვევაში კი მან უნდა დატოვოს საჯარო სამსახური". - წერია TI-ს განცხადებაში. ორგანიზაციის განცხადებით, მათ გამოავლინეს 24 მოქმედი მაღალჩინოსანი, რომლებიც კანონის დარღვევით დღემდე ბიზნესის დირექტორებად რჩებიან:
TI წერს, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლი საჯარო მოხელეს სამეწარმეო საქმიანობასა და კომპანიის ხელმძღვანელობას მკაცრად უკრძალავს, რადგან საჯარო და კერძო ინტერესების აღრევა პირდაპირ აჩენს ელიტური კორუფციის რისკს. თანამდებობის პირს მხოლოდ წილის ან აქციების ფლობის უფლება აქვს.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)