14:56 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-28 13:36:23, 272 ნახვა

პოლიტიკა
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ მაია კოპალეიშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, არჩილ გორდულაძესა და თორნიკე ჭეიშვილს, მიმართა და გაიხსენა, რომ ორივე მისი სტუდენტი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. - გადმოსცემს "რადიო თავისუფლება"

კოპალეიშვილმა ეს განცხადება ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გააკეთა, სადაც ის „კოალიცია ცვლილებისთვის“ ინტერესებს იცავს ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე.

„მინდა გითხრათ, რომ ბატონი არჩილ გორდულაძე და ბატონი თორნიკე ჭეიშვილი იყვნენ ჩემი სტუდენტები, როდესაც ისინი სწავლობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მე მაინტერესებს, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე, მაია კოპალეიშვილი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება, გარდამავალი პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ვიბრძვი ამ ქვეყანაში სამართლიანობისთვის, სამართლებრივი სახელმწიფოსთვის, კანონის უზენაესობისთვის, დემოკრატიის დამკვიდრებისთვის და როგორ უნდა მითხრათ მე თქვენ, რომ მე წარმოვადგენ თურმე საფრთხეს და ჩემი კოლეგები ამ ქვეყნის მომავლისთვის.

როგორ დაიცავთ თქვენ დემოკრატიას, როდესაც აუქმებთ მრავალპარტიულობას და გინდათ, რომ ერთპარტიული სისტემა გაამყაროთ?“ - განაცხადა კოპალეიშვილმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics