12:31 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-26 21:47:21, 691 ნახვა

სამართალი
პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა

პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა.

თათარაშვილი ივნისიდან დღემდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე იყო. მანამდე კი ის იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

ცნობისთვის, დღეს, პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ, გიორგი პატარიძემ დატოვა პენიტენციური სამსახურის უფროსის პოსტი.

მან იუსტიციის მინისტრს განცხადებით მიმართა, რაც პაატა სალიამ დააკმაყოფილა.

პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით დღეს, 26 ოქტომბერს მიმართა, რომ პენიტენციური სამსახურის დირექტორს უფლებამოსილება შეჩერებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბულმა ტელეარხმა RTV-მ მაყურებელს წლების განმავლობაში ინფორმაციის ფალსიფიკაციის გამო ბოდიში მოუხადა
„როსსელხოზნადზორი“ საქართველოში ხილ-ბოსტნეულის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობა
კანონპროექტის თანახმად, კაზინოები საერთაშორისო ტურნირების ჩატარებისას საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ
ლილოს ბაზრობა "ოცნების" მთავარი დამფინანსებელია - მფლობელებმა პარტიას 3,5 მლნ. აჩუქეს - TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics