|
2026-10-24 20:49:10, 745 ნახვა
სამართალი
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
სამართალდამცავებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ისინი, სავარაუდოდ, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მათივე თანატოლებზე ძალადობას გეგმავდნენ, რასთან დაკავშირებითაც, სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით კონტაქტობდნენ. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჩხრეკის შედეგად ტაბელური იარაღი, ტყვიები, წიწაკის სპრეი, ხელთათმანები, ჩაფხუტი და დანა ამოიღეს. "სანდო წყაროს ინფორმაციით ისინი ერთმანეთს ვიდეოზარით ეკონტაქტებოდნენ, ასევე კომუნიკაცია ჰქონდათ ტელეგრამისა და ტიკ-ტოკის არხების მეშვეობით. როგორც ერთ-ერთი დაკავებულის მამამ სანდო წყაროს განუცხადა, ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა სასტარტო პისტოლეტი, ტყვიები, წიწაკის სპრეი, ხელთათმანები, ჩაფხუტი და დანა ამოიღეს. მისივე თქმით, მოზარდები ერთმანეთში 2011 წელს ოსლოში მომხდარ ტერორისტულ აქტზე საუბრობდნენ და ასევე განიხილავდნენ რეალურ მოვლენებზე გადაღებულ მხატვრულ ფილმებს, რომლებშიც ძალადობრივი ქმედებები იყო ასახული". - წერს სანდო წყარო. "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნების დაკავება დაუდასტურა. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-225-ე მუხლით მიმდინარეობს.
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
ილონ მასკმა უკრაინის შეიარაღებული ძალები Starlink-ის შეტევითი თავდასხმებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა
იტალიაში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა: 400-მდე დემონსტრანტი დააკავეს
აშშ-ის სენატორებმა მოითხოვეს Starlink-ის რუსეთის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებისთვის გამოყენების ნებართვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)