|
2026-10-23 20:00:06, 1302 ნახვა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია - eCommerce Georgia 2026 გაიმართება. eCommerce Georgia 2026-ს "იქომერს ასოციაცია საქართველო" 2023 წლიდან ატარებს. კონფერენცია მიზნად ისახავს ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებასა და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნას. ღონისძიება ერთ სივრცეში გააერთიანებს ბიზნესის ლიდერებს, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტებს. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ინდუსტრიის აქტუალურ ტენდენციებს, განიხილონ ელექტრონული კომერციის განვითარების შესაძლებლობები და იმსჯელონ სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ღონისძიების გამომსვლელებს შორის არიან:
eCommerce Georgia 2026-ის მთავარი თემები იქნება:
“საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. eCommerce Georgia 2026-ის მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, სფეროს წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებას. სასიამოვნოა, რომ ღონისძიება წლიდან წლამდე უფრო და უფრო მასშტაბური ხდება და საინტერესო სპიკერებს აერთიანებს”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. ღონისძიების გენერალური პარტნიორები: საქართველოს ბანკი ბიზნესი და Inspark ინოვაციების პარტნიორი: Visa პარტნიორები: Web Features, UGT Clouds, Kiwi Post, Glovo, Creatio, Quickshipper, Retailgrid, Azfina, UNIEF, eComm Association in Bosnia and Herzegovina
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)