2026-10-23 15:02:26, 1685 ნახვა
ევროპის ამბები
ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
ავსტრიის ხელისუფლებამ ოთხი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ „როიტერმა“ 23 ოქტომბერს, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით განაცხადა.
„ავსტრიის უსაფრთხოების ორგანოების დასკვნების საფუძველზე, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვენაში ოთხი რუსი დიპლომატის წინააღმდეგ ზომები მიიღო“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, დიპლომატების ქმედებები ავსტრიის მხარის მიერ მათ დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებლად მიჩნეული ქმედებების შედეგი იყო.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან