14:16 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-20 13:20:44, 299 ნახვა

პოლიტიკა
გავრილოვის ღამის ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში დავა წააგო

ე.წ გავრილოვის ღამის ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში დავა წააგო - გადაწყვეტილება ეხება საქმეს "ჭიღლაძე საქართველოს წინააღმდეგ".

როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა, რაც გამოიხატა სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტების არაეფექტურ და გაჭიანურებულ გამოძიებაში. კონვენციის მესამე მუხლი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვას გულისხმობს.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას დაავალა, რომ მომჩივანს 3 თვის ვადაში მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1 800 ევრო, ხოლო სასამართლო ხარჯებისთვის 2 000 ევრო გადაუხადოს.

გელა ჭიღლაძე 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, საპროტესტო აქციის დაშლიდან რამდენიმე საათში დააკავეს.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გაეცანი საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებს მოსწავლეებისთვის - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
ბოკერია - რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი საკითხი ნაციონალებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს
ოპოზიცია დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics