|
2026-10-16 15:32:22, 395 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძეს მიაჩნია რომ პოლიტიკური პარტიები რომლებიც არ აღიარებენ არსებული კონსტიტუციური წყობილების მათ ლეგიტიმურობას, უნდა აიკრძალონ
ამ სარჩელში მარტივი საკითხია დასმული, ეს პოლიტიკური პარტიები არ აღიარებენ არსებული კონსტიტუციური წყობილების ლეგიტიმურობას და მარტივად, ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი , - ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, სომხეთში, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, იმის გამო, რომ ამ პარტიებს არ აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთარი არგუმენტების იმედი, მიმართავენ არა საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ, საზღვარგარეთ საკუთარ პატრონებს. „მე მათ ადგილზე ვიქნებოდი კონცენტრირებული საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმირებაზე. მათ საკუთარი თავი უნდა დაიცვან საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე იმ სარჩელის წინაშე, რომელიც არის წარდგენილი სასამართლოში. მათ უნდა მოამზადონ არგუმენტები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ აქვთ არგუმენტები და არ აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთარი არგუმენტების იმედი, მიმართავენ არა საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ, მიმართავენ საზღვარგარეთ საკუთარ პატრონებს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ სახეს. ამ სარჩელში მარტივი საკითხია დასმული. ეს პოლიტიკური პარტიები არ აღიარებენ არსებული კონსტიტუციური წყობილების ლეგიტიმურობას. აქ მარტივად, ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი. გამოდის, რომ ან ისინი არიან მართლები თეორიულად, ან, ვინც ამას ამბობს, ის უპირისპირდება უხეშად საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას. ეს არის საკითხი, რომელსაც გადაწყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო. ამ ვითარებაში ან ერთი უნდა იყოს არაკონსტიტუციური, ან მეორე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ისინი არიან არაკონსტიტუციურები, გამომდინარე მათი განცხადებებიდან, მათი ქმედებებიდან, წარსულიდან, მათი აწმყოდან და მათი სამომავლო გეგმებიდან. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მარტივად უნდა გადაწყდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სარჩელს წარვუდგენთ საკონსტიტუციო სასამართლოს", - განაცხადა პრემიერმა. კობახიძის თქმით, მათ იციან, რომ თავისი არსით არიან არაკონსტიტუციურები და ამაზე ღიად საუბრობენ. „თვითონ, მთელი ამ წლების განმავლობაში, საუბრობდნენ საკუთარ არაკონსტიტუციურობაზე, საკუთარი ქმედებით ადასტურებდნენ საკუთარ არაკონსტიტუციურობას. ასეთ დროს არგუმენტებისგან მთლიანად ხარ დაცლილი და შესაბამისად, არ აქვთ საკუთარი არგუმენტების იმედი საკონსტიტუციო სასამართლოში. ისინი უხეშად და თავხედურად უპირისპირდებოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, შესაბამისად, ახლა უწევთ არგუმენტების გარეშე წარსდგნენ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე", - განაცხადა პრემიერმა.
მადიარი ზელენსკისთან შეხვედრაზე - შეთანხმება მიღწეულია ურთიერთობების ახალ საფუძველზე გადასვლის შესახებ
ლე პენი მზადაა უკრაინაში გაემგზავროს ზელენსკისთან ფინანსური დახმარების საკითხზე დებატებზე
30, 31 ოქტომბერი და 1 ნოემბერი - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისის წიგნის დღეები გაიმართება
City Mall-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნაწილ-ნაწილ გადახდით პირველად სარგებლობისას ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)