10:38 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-09 17:49:19, 812 ნახვა

სამართალი
ივანიშვილის გინებისთვის გიორგი კირვალიძეს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.

TV პირველის ცნობით, ამის შემდეგ, კირვალიძემ მოსამართლეს "მონა“ უწოდა და ივანიშვილს კიდევ ერთხელ შეაგინა.

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა გიორგი კირვალიძემ 24 ივნისს, მას შემდეგ, რაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს, თქვა, რომ "თავს დამნაშავედ არ ვცნობ, გააუქმეთ [საპროცესო შეთანხმება], ბიძინას დედასაც შე***ი“.

ამის შემდეგ პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმების გაუქმება მოითხოვა, რასაც მოსამართლე გიორგი კერატიშვილი დაეთანხმა.  საქმე არსებითად განსახილველად კვლავ საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა. 

სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გიორგი კირვალიძემ თქვა, რომ 24 ივნისის განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: აშშ-მ მაიამის შეხვედრა პუტინთან შეთანხმებების დასაფარად გამოიყენა
ტრამპმა პუტინთან შეთანხმებას მიაღწია მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ მისი მოთხოვნები უგულებელყო - Axios
ზელენსკიმ აშშ სისუსტეში დაადანაშაულა
აშშ-მ რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე სანქციები 7 აპრილამდე მოხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics