18:11 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-08 16:31:55, 283 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ნადირაძე - ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ

ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ! - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე მსჯავრდებული, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ნადირაძე წერს.

„ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ისედაც იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ დავწერ:

ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ! არც ერთი ნაბიჯი უკან და ბრძოლა ბოლომდე!

უსამართლოდ მოსჯილი 7 წლიდან ერთი უკვე გავიდა და დარჩენილ ექვს წელშიც, როგორც შემიძლია და შემეძლება ოთხ კედელში გამოკეტილ ადამიანს, ბოლომდე გავაგრძელებ ბრძოლას თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყნის ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის!

ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ! ძალა ერთობაშია! მიყვარხართ ყველა და დიდი მადლობა. ჩემი, ჩემი ოჯახის და შვილების გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის“, - წერს ნადირაძე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
რუბიო: ამჟამად უკრაინაში ომის მოლაპარაკებების გზით მოგვარების პერსპექტივა არ არსებობს
სოხუმმა განაცხადა, რომ საქართველოს პოზიციის გამო, აფხაზ ტანმოვარჯიშეებს თურქეთში ტურნირში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ
ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics