18:11 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-08 16:29:41, 305 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი შარაშიძე – ქართული ოცნების ლიდერებმა საკუთარ თავს მოჰკითხონ, რატომ დგება დღის წესრიგში მათი დასანქცირების საკითხი

„რეზოლუციას ჩალის ფასი აქვსო“ – ეს „ქართული ოცნების“ ცნობილი ტერმინია, რომელსაც „ოცნების“ ლიდერები თუთიყუშუვით იმეორებენ. ამას იმიტომ ამბობენ, რომ უარი თქვეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

„შეფასება, რომ ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს, ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს, სამწუხაროდ, არანაირი წინსვლა არ ექნება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ეს ფაქტია და თავად ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომდესაც 2024 წლის 28 ნოემბერს გამობრძანდა და განაცხადა, რომ საქართველო წყვეტს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე. შესაბამისად, ყველა ის კრიტიკა, რაც ევროსტრუქტურებიდან ისმის, სამართლიანია. საქართველო, სამწუხაროდ, ევროკავშირის და დემოკრატიული სამყაროს მთავარ, ფუნდამენტურ ღირებულებებს არის აცდენილი და გასაგებია, რატომ ისმის კრიტიკა. რაც შეეხება სანქციებს – „ქარული ოცნების“ ყველა ლიდერმა საკუთარ თავს მოჰკითხოს და დააბრალოს, რატომ დგება დღის წესრიგში მათი პერსონალური დასანქცირების საკითხი. სწორედ ეს ადამიანები არიან პერსონალურად პასუხისმგებელი დემოკრატიულ უკუსვლაზე, ევროპული მომავლის კურსიდან გადახვევაზე და ძალიან ბევრ დანაშაულზე და ნუ უკვირთ, თორემ ჩვენ არავის დასანქცირება არ გვიხარია“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
რუბიო: ამჟამად უკრაინაში ომის მოლაპარაკებების გზით მოგვარების პერსპექტივა არ არსებობს
სოხუმმა განაცხადა, რომ საქართველოს პოზიციის გამო, აფხაზ ტანმოვარჯიშეებს თურქეთში ტურნირში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ
ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics