|
2026-10-07 17:03:52, 447 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, WIMA Europe-ისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პარტნიორობით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორში დასაქმებული ქალებისთვის ორდღიანი ლიდერობის პროგრამა გაიმართა. 24-25 სექტემბერს, ბათუმში გამართული პროგრამა საშუალო და მაღალი რგოლის ქალი პროფესიონალებისთვის იყო განკუთვნილი და მიზნად ისახავდა მათი ლიდერული უნარების განვითარებას, პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და კარიერული შესაძლებლობების ხელშეწყობას. ორდღიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ეფექტური კომუნიკაცია, გუნდის მართვა, ონლაინუსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები. შეხვედრებს დარგის გამოცდილი ექსპერტები და პროფესიონალები უძღვებოდნენ: თინათინ სტამბოლიშვილი, GIPA-ს ასოცირებული პროფესორი და ინტეგრირებული კომუნიკაციებისა და ქცევის ექსპერტი; ანდრო გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელი და BTU-ს ასოცირებული პროფესორი; სალომე არღვლიანი, მეწარმე და EVA-ს დამფუძნებელი. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები საქართველოს ბანკის SOLO ბიზნეს ლაუნჯსაც ესტუმრნენ, სადაც პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და ახალი საქმიანი კავშირების დამყარების შესაძლებლობა მიეცათ. აღსანიშნავია, რომ WIMA Europe-ის ახალი წევრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ბანკის ბიზნეს 360-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებები, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს დარგობრივი სიახლეებისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ. WIMA Europe საზღვაო სექტორში დასაქმებულ ქალთა პირველი ევროპული გაერთიანებაა, რომელიც საკვანძო როლს შეასრულებს მეზღვაურობაში, საპორტო საქმიანობასა და ლოგისტიკაში დასაქმებული ქალების გაერთიანების, წახალისებისა და პროფესიული განვითარების მხრივ.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)