|
2026-10-06 10:49:31, 303 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
ბაზისბანკსა და ლიბერთის შორის სისტემური და ტექნოლოგიური ინტეგრაციის ფარგლებში, ბაზისბანკის ნებისმიერი ბარათის მფლობელებს თანხის განაღდება ლიბერთის ბანკომატებიდან იმავე პირობებით და ტარიფებით შეუძლიათ, რაც მათთვის ბაზისბანკის ბანკომატებში მოქმედებს. ასევე, ლიბერთის ბარათების მფლობელებიც ანალოგიური პირობებით ისარგებლებენ ბაზისბანკის ბანკომატებით. ინტეგრაციის შედეგად, ბაზისბანკ ჯგუფის მომხმარებლებისთვის თანხის განაღდების გეოგრაფია მნიშვნელოვნად გაფართოვდა და მათ განკარგულებაში საქართველოს მასშტაბით ყველაზე ფართო ქსელი - ჯამში 700-ზე მეტი ბანკომატია, რაც მომსახურებას და საბანკო სერვისებზე წვდომას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს და კომფორტულს ხდის. ამ ეტაპზე, ბაზისბანკის ბარათების მფლობელები ლიბერთის ბანკომატებით შეძლებენ:
პინ კოდის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ბარათის ემიტენტი ბანკის ბანკომატებში. ბაზისბანკის მომხმარებლებს იგივე პირობებით თანხის განაღდება ასევე შეუძლიათ პარტნიორი ბანკების ბანკომატებიდან: თიბისი, ხალიკ ბანკი, ბანკი ქართუ, ზირაათ ბანკი და სილქ ბანკი. ლიბერთის მომხმარებლებს - თიბისი და ბანკი ქართუ. დამატებითი ინფორმაციის მიღება ბაზისბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ ბაზისბანკში, ხოლო ლიბერთის მომხმარებლებს - ლიბერთი ბანკში. ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ 2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-ზე მეტი ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. 2026 წლის 8 თვის ფინანსური მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9.1 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 8 თვის წმინდა მოგებამ 154 მილიონი ლარი შეადგინა.
მაჭავარიანი – ვერც რევოლუციას მოგვიწყობენ, ვერც ოპოზიციისთვის ჩატარებული კამპანიებით მოგვიგებენ არჩევნებს
ტრამპმა ირანთან ომის დროს ლოს-ანჯელესისა და სან-დიეგოს განადგურება დაუშვა
Le Figaro: საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციების გამო 1.8 ათასი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
კახეთში ყურძენი 13 200-მდე მევენახემ დააბინავა, მათი მოსავლის 99% მაღალი და საშუალო ხარისხისაა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)