19:01 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-30 17:50:49, 712 ნახვა

საზოგადოება
ნიკე-ლუსო: ჩაშლილი მატჩით და მოედანზე დადგმული პერფორმანსით არ დაზარალდება ჩვენი კლუბი

საფეხბურთო კლუბი "ნიკე-ლუსო" განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გუშინდელ პროტესტში მონაწილეები და მხარდამჭერები არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც მათ ყოფილ პრეზიდენტს "მოძალადედ" მოიხსენიებენ. ისინი აპირებენ, რომ მიმართონ კანონით გათვალისწინებულ მექანიზმებს და დავა სასამართლოში გააგრძელონ.

მათი თქმით, ფეხბურთელთა ნაწილს მათი კლუბის მიმართ აქვთ პირადი წყენა, რადგან არ გაუგრძელეს სამუშაო ხელშეკრულება. ისინი "სრული პასუხისმგებლობით" აცხადებენ, რომ არცერთ გასაახდელში არასდროს არ განხორციელებულა ვიდეო მონიტორინგი, "ნიკე-ლუსოს" სამუშაო ოფისში კი საერთოდ არ არის განთავსებული გასახდელი სივრცე.

კლუბი ასევე წერს, რომ შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ გააზიარებდნენ მიმოწერებს, ექსპერტიზის დასკვნებს და სხვა "წინააღმდეგობებს", რომლებიც დადგინდა დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ცრუ ჩვენებასა და უტყუარ მტკიცებულებეს შორის.

გთავაზობთ კლუბის განცხადებას სრულად:

გვსურს გამოვეხმაუროთ ქალთა საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის სოციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებას და ამავე გუნდის ფეხბურთელთა მიერ გამოხატულ პროტესტის ფორმას.

სამწუხაროდ, გვიწევს შეხსენება, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. თანასწორია, როგორც ქართველი ეროვნების ფეხბურთელი ქალი, ასევე თურქი ეროვნების მამაკაცი.

ჩვენი საფეხბურთო კლუბის ყოფილ პრეზიდენტს პროტესტში მონაწილე და მხარდამჭერი პირები დღემდე მოიხსენიებენ "მოძალადედ" და არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმციას იმ პირის მიმართ, რომელიც სასამართლომ მიიჩნია უდანაშაულოდ და გაანთავისუფლა სხდომათა დარბაზიდან.

კანონმდებლობიდან გამომდინარე არ გვაქვს შესაძლებლობა საზოგადოებას მივაწოდოთ და გავასაჯაროვოთ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები. მტკიცებულებები, რომელთა გაცნობაც თითოეულ თქვენგანს დაარწმუნებს, რომ ჩვენი გუნდის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ განხორციელდა ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება მსხვერპლის სტატუსის მქონე და პროტესტში მონაწილე ფეხბურთელების მიერ.

აღსანიშნავია, რომ გუშინდელ პროტესტში მონაწილე ფეხბურთელთა ნაწილს ჩვენი კლუბის მიმართ გააჩნიათ პირადი ინტერესი და წყენა, რომელიც წარმოიშვა მათთან სამუშაო ხელშეკრულების არ გაგრძელებით, რის გამოც მოუწიათ "ნიკე-ლუსოს" შემადგენლობის დატოვება.

პროტესტში მონაწილე "ნიკე-ლუსოს" ფეხბურთელებს, განსაკუთრებით მსხვერპლის სტატუსის მქონე ქალ ფეხბურთელს და მის უახლოეს ქალ ფეხბურთელ მეგობარს, რომელიც ჩვენი რწმენითა და სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ყოფილი პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული ცილისმწამებლური ბრალდების მთავარი ორგანიზატორია, საფეხბურთო კლუბი არ დაუტოვებიათ საკუთარი ნებით. უფრო მეტიც, ისინი ითხოვდნენ ახსნა განმარტებას, თუ რატომ მოხდა მათი წაშლა კლუბის კუთვნილ საკომუნიკაციო "ჩატებიდან" და რატომ არ ვუხანგძლივებდით კონტრაქტს.

იმედია საზოგადოებას გაუჩნდება კითხვა - თუ 2026 წლის 29 სექტემბერს, საფეხბურთო მატჩის ჩაშლით გამოწვეული პროტესტი განპირობებული იყო ფეხბურთელი ქალის მხარდაჭერის სულისკვეთებით, პროტესტში მონაწილე ფეხბურთელებმა რატომ მათივე ნებით არ დატოვეს "ნიკე-ლუსოს" რიგები? რატომ სურდათ "ნიკე-ლუსოს" რიგებში დარჩენა?

"ნიკე-ლუსოსს" ფეხბურთელები ვარჯიშობენ და თამაშობენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოყოფილ ბაზაზე, შესაბამისად ჩვენს კლუბს არ აქვს რაიმე სახის წვდომა ბაზაზე განთავსებულ ვიდეო კამერების ჩანაწერებთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთ გასახდელში არასდროს არ განხორციელებულა ვიდეო მონიტორინგი. უფრო მეტიც, "ნიკე-ლუსოს" სამუშაო ოფისში საერთოდ არ არის განთავსებული გასახდელი სივრცე.

ქალთა საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის" სოციალური გვერდით საზოგადოებას მიეწოდა არასწორი ინფორმაცია, რომ აუდიტის სამსახურმა "ნიკე-ლუსო" დააჯარიმა გასახდელში ვიდეო მონიტორინგის განხორციელების ფაქტზე. 2026 წლის 27 აპრილის, N გ-1/028-1/2026 სახელმწიფო აუდიტის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ვიდეო მონიტორინგი მიმდინარეობს სივრცეში, რომელიც არ წარმოადგენს გასახდელ ოთახს. დაჯარიმება ტექნიკურ შინაარს შეიცავდა.

მოხარული ვიქნებოდით, რომ გვქონდეს შესაძლებლობა გაგიზიაროთ დაზარალებულის სტატუსის მქონე ქალ ფეხბურთელსა და კლუბის ყოფილ პრეზიდენტს შორის არსებული მიმოწერები; მათი კომუნიკაციის ამსახველი ვიდეო-კამერის ჩანაწერები; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; დაზარალებულის სტატუსის მქონე ქალ ფეხბურთელსა და პროტესტში მონაწილე ქალ ფეხბურთელთა შორის საგულდაგულოდ წაშლილი ესემესები, რომელიც აღდგენილ იქნა ექსპერტის მიერ; დაზარალებულის სტატუსის მქონე ქალი ფეხბურთელის ფოტო სურათები და სხვა ათეულობით არსებული წინააღმდეგობა, რომელიც დადგინდა დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ცრუ ჩვენებასა და უტყუარ მტკიცებულებეს შორის.

ჩაშლილი საფეხბურთო მატჩით და მოედანზე დადგმული პერფომანსით არ დაზარალდება ჩვენი საფეხბურთო კლუბი, რომელიც უფრო მეტი შემართებით უზრუნველყოფს საერთაშორისო მაშტაბით ქართული ფეხბურთის განვითარებასა და წარმატებას.

საფეხბურთო მოედანი არ არის ადგილი სადაც უნდა გადაწყდეს სამართლებრივი საკითხი. შესაბამისად საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის" მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ განცხადებასთან და მასში მითითებულ განზრახ დამახინჯებულ ფაქტებთან დაკავშირებით მივმართავთ კანონით გათვალისწინებულ მექანიზმებს და სასამართლოში კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ ჩვენი კლუბისა და ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გაჟღერებული ინფორმაცია ცილისმწამებლური, პატივისა და ღირსების შემლახავია.

ჩვენი გუნდი საფეხბურთო მოედანზე გპირდებათ მხოლოდ საფეხბურთო პერფომანსს, ლამაზ-სანახაობრივ ფეხბურთს და დიდ გამარჯვებებს, სხვა დანარჩენისთვის კი არსებობს სასამართლო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდის წევრებმა პროტესტის ნიშნად ნიკე ლუსოსთან მატჩი შეწყვიტეს. "ნიკე-ლუსოს" მფლობელი და პრეზიდენტი თურქი ბიზნესმენი თავისი კლუბის ფეხბურთელის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს, თუმცა ის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Flydubai-სთან დაკავშირებულ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
2027 წლის ბიუჯეტი მილიარდნახევრით აღემატება მიმდინარეს: ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები გაზრდილია 830 მილიონი ლარით, კიდევ რა ხარჯები იზრდება?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics