2026-09-23 10:51:07, 309 ნახვა
პენტაგონი: ირანში კონფლიქტში დაღუპული ამერიკელი სამხედროების რიცხვი 19-მდე გაიზარდა
პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, ირანთან კონფლიქტში დაღუპული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა 19-ს მიაღწია.
აშშ-ის სამხედროების მიერ სტატისტიკის ბოლო განახლების შემდეგ, ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში დაღუპულთა რიცხვი ერთით გაიზარდა. თუმცა, სამხედრო მოსამსახურის ვინაობა ოფიციალურად არ გახმაურებულა.
პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანონიმურობის პირობით, Washington Post-ს განუცხადა, რომ გარდაცვლილი ქალი ოფიცერი იყო. მისი თქმით, მას ახლო აღმოსავლეთში ფრენის დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მაგრამ მისი გაცოცხლება ვერ მოხერხდა.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან