17:42 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-22 16:51:52, 254 ნახვა

ეკონომიკა
პროტესტის შემდეგ, ოცნებამ ჩასაბარებელი ყურძნის ფასი გააძვირა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჩასაბარებელი ყურძნის ფასები იზრდება. 

"მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით სონღულაშვილთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში ცვლილება შევიტანოთ. ვითვალისწინებთ რა იმ მოცემულობას, რომ წელს იყო უხვი ნალექი და ყურძენს გაუჭირდა შაქრიანობის აღება, კონდიციურობის მიხედვით იქნება ახალი ფასები:

  • 20 გრადუსიდან ზემოთ, საფერავის შემთხვევაში - 1.50 ლარი;
  • 19 გრადუსიდან ზემოთ, რქაწითელისა და სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში - 1.30 ლარი;
  • 16-დან 20 გრადუსამდე საფერავი - 1 ლარი;
  • 16-დან 19 გრადუსამდე რქაწითელი და სხვა დანარჩენი ყურძენი - 90 თეთრი;

16 გრადუსამდე არაკონდიციურად ითვლება ყურძენი, რომელიც არც საღვინედ არის ვარგისი და არც სასპირტედ, არის ფაქტიურად მკვახე ყურძენი. სახელმწიფოს პოზიცია მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ვუშვებთ გამონაკლისს იმისთვის, რომ მევენახემ შეძლოს გაწეული ხარჯების დაფარვა და მისი ღირებულება იქნება 50 თეთრი, ჰიბრიდი - 30 თეთრი". - თქვა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

ასევე, მისივე განცხადებით, იმ მევენახეებს, რომლებმაც ყურძენი აქამდე მოქმედი ღირებულებით ჩააბარეს, სხვაობას ახალი ფასებით გადაუთვლიან და კომპენსაციას მისცემენ. 

ცნობისთვის, მეორე დღეა, კახეთში პროტესტი მიმდინარეობს. მევენახეები ყურძნის ჩაბარებისას შაქრიანობის მიხედვით აქამდე განსაზღვრულ ფასს აპროტესტებდნენ - ისინი ამბობდნენ, რომ აქამდე შეთავაზებული თანხა (17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული საფერავის ფასი 30 თეთრი) ძალიან მცირე იყო. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
პროტესტის შემდეგ, ოცნებამ ჩასაბარებელი ყურძნის ფასი გააძვირა
25 სექტემბერი, 17:00, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე
თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო - სწორი ადგილი განათლებისთვის
დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics