13:59 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-21 12:52:49, 219 ნახვა

მზად მომავლისთვის - საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან - მომხმარებლებს საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე ფილიალში მისვლის გარეშე, პირდაპირ მობაილბანკიდან შეუძლიათ.

პრაქტიკულად აღარ არსებობს არც დროის გამოყოფის და არც სხვა ტიპის ბარიერი -დღესვე შეგიძლიათ, პატარა ნაბიჯებით დაიწყოთ თქვენი შვილების დიდი სურვილებისა და მიზნების მხარდაჭერისთვის მზადება.

ანაბრის გახსნა შესაძლებელია 0 ლარით, მინიმალური შენატანისა და ყოველთვიური საკომისიოს გარეშე - ლარში, დოლარში, ევროში და ფუნტში. თანხის შეტანის პერიოდულობა და ოდენობა კი სრულად თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

დაგროვების პროცესის კიდევ უფრო გასამარტივებლად, შესაძლებელია ავტომატური გადარიცხვის დაყენებაც - ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად, თქვენთვის სასურველი თანხით.

საბავშვო ანაბარი იხსნება მშობლის ან ოფიციალური მეურვის მიერ, მინიმუმ 2 წლის ვადით ბავშვის სრულწლოვანებამდე.

როგორ გახსნათ საბავშვო ანაბარი მობაილბანკიდან?

  • თუ არასრულწლოვანი შვილი უკვე რეგისტრირებული გყავთ თქვენს მობაილბანკში, შედით საბავშვო სივრცეში და გახსენით ანაბარი რამდენიმე წამში.
  • თუ თქვენი შვილის სივრცე მობაილბანკში ჯერ არ არის რეგისტრირებული, პირველ ეტაპზე დაამატეთ მისი მონაცემები მობაილბანკში, შემდეგ კი საბავშვო სივრციდან გახსენით ანაბარი.

დაიჯერეთ, რომ დიდი მიზნების მიღწევა ყოველდღიურად გადადგმული პატარა ნაბიჯებით  უფრო რეალური ხდება. სანამ თქვენი და თქვენი შვილების სურვილები და მიზნები მიუღწეველ ან რთულად გასამკლავებელ დიდ ხარჯებად იქცევა, დაიწყეთ მათი ასრულებისთვის ზრუნვა დღესვე - გახსენით საბავშვო ანაბარი პირდაპირ თიბისი მობაილბანკიდან და იყავით მზად მომავლისთვის. 









ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ავტომობილები, ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები - რას ყიდის საქართველო და საიდან ვყიდით ნავთობს
8 თვეში საქართველომ $12.5 მილიარდის საქონელი შეიძინა
8 თვეში ავტომფლობელებმა რეკორდული - ₾178 მილიონის ჯარიმები გადაიხადეს
პაპუაშვილი – გიორგი გველესიანმა თქვა ის, რისი მომსწრეც ყველა ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics