|
2026-09-18 19:13:03, 484 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრის მოადგილეს, გელა (გეკა) გელაძეს, სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გელა (გეკე) გელაძეს, სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. მთავრობის დადგენილების თანახმად, ეს ამოცანა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაეკისრა. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის, ასევე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სიის“ მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომელიც დამტკიცებულია მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის №73 დადგენილებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გელა გელაძეს, სახელმწიფო დაცვა დაენიშნა შესაბამისი წინაპირობების შეწყვეტამდე, 2027 წლის 15 სექტემბრამდე ვადით, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად“, - ნათქვამია 15 სექტემბრით დათარიღებულ დოკუმენტში. შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს გელა გელაძემ სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ გამოცხადდა, რომ იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. გელაძე ადრეც იკავებდა ამ თანამდებობას, თუმცა შემდგომში იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსად დანიშნეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ დირექტორად თამაზ ბორაშვილი დაინიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)