|
2026-09-18 19:08:49, 374 ნახვა
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები
ლონდონი გმობს სამხრეთ ოსეთში ე.წ. „არჩევნებს“, განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის, აღმოსავლეთ ევროპის, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ზრდის საკითხებში სტიუარტ ვუდმა. „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე კონტროლის შემდგომი კონსოლიდაციის მცდელობები ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და უპასუხოდ არ დარჩება. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აღებული ვალდებულებები“, - განაცხადა მაღალი რანგის დიპლომატმა. ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დღეს, 18 სექტემბერს, დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. რეგიონის ლიდერის თანამდებობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის, თუმცა კრემლის მიერ მხარდაჭერილ მარატ კამბოლოვად ფავორიტად ითვლება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)