13:47 - 18 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-18 12:33:32, 238 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი სინდისის პატიმრებს- არ ვიცი, ვინმე ატყუებს თუ არა ჯერ კიდევ პატიმრობაში მყოფებს ან აქტივისტებს, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვეტყვი მათ, უცხოეთიდან აღარავინ არ საუბრობს მათ არაძალადობრივ ხასიათზე

აქციებისას პასუხისგებაში მიცემული 120 ადამიანიდან 45-მა აღიარა დანაშაული და მათთან ან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ან შეიწყალა პრეზიდენტმა, რაც უკვე ადასტურებს, რომ მშვიდობიანი აქციების შესახებ რევოლუციური პროპაგანდა დასრულდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უცხოეთიდან არავინ საუბრობს, რომ აქციები მშვიდობიანი იყო.

" ევროპის დროშის მოფრიალე მოძალადეების მხრიდან. ამ 120 ადამიანიდან 45-მა აღიარა დანაშაული და მათთან ან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ან შეიწყალა პრეზიდენტმა, რაც უკვე ადასტურებს, რომ მშვიდობიანი აქციების შესახებ რევოლუციური პროპაგანდა დასრულდა.

არ ვიცი, ვინმე ატყუებს თუ არა ჯერ კიდევ პატიმრობაში მყოფებს ან აქტივისტებს, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვეტყვი მათ, უცხოეთიდან აღარავინ არ საუბრობს მათ არაძალადობრივ ხასიათზე. ყველა აღიარებს, რომ ეს იყო ძალადობრივი აქციები. აღარავინ არ ამბობს, რომ ვინმე არის უდანაშაულოდ დაჭერილი და პასუხისგებაში მიცემული. ვინც ეს ყველაფერი გაიაზრა, მათ შორის საკუთარი პასუხისმგებლობაც, 45-მა ადამიანმა მიმართა და არის კიდევ მიმართვები, რამდენადაც ვიცი. ასე რომ, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, რომ ნუ აჰყვებიან, ნუ იქნებიან ბრიუსელის და მათი მარიონეტი პარტიების იმედად“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, აქციებისას დაკავებულმა პირებმა საპროცესო შეთანხმების გაფორმებით თუ პრეზიდენტისადმი შეწყალების მიმართვით, დანაშაული აღიარეს.

"ყველა დანაშაული უკვე არის აღიარებული. 45-მა ადამიანმა შეწყალებით თუ საპროცესო გარიგებით აღიარეს სწორედ დანაშაულებრივი ხასიათი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პარლამენტზე შტურმის მცდელობისა და ასევე 2025 წლის პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის მცდელობისა. ასე რომ, ყველას მოვუწოდებ, რომ ენდონ საქართველოს სახელმწიფოს. მათზე ერთადერთი მზრუნველი არის საქართველოს სახელმწიფო და არა ბრიუსელი და რომელიმე ელჩი, რომლებმაც უარეს დღეში ჩააგდეს საკუთარი ქცევით და იქ სასამართლო პროცესებზე დემონსტრაციული მინიშნებებით. მიანიშნებდნენ, რომ მზია ამაღლობელს არ უნდა ეღიარებინა, რაც პირდაპირ ეთერში ვნახეთ, პოლიციელზე ძალადობა. პირდაპირ გაწირეს ადამიანი ციხისთვის, უთხრეს, არ ითანამშრომლო, მერე რა, რომ მთელმა სამყარომ დაინახა, რომ იძალადე პოლიციელზე, არა, შენ მაინც არ თქვა ეს და ჩვენ ვიტყვით, რომ ვითომ ეს ყველაფერი არ არსებობს. ეს არის საბოლოო შედეგი მათთვის, ვინც ენდობა უცხოს და არ ენდობა საკუთარ სამშობლოს და ქვეყანას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილმა ე.წ გამჭვირვალობის კანონი და ნამოჰვანჰესის ჩაგდებული პროექტი ერთმანეთს დაუკავშირა
პაპუაშვილი სინდისის პატიმრებს- არ ვიცი, ვინმე ატყუებს თუ არა ჯერ კიდევ პატიმრობაში მყოფებს ან აქტივისტებს, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვეტყვი მათ, უცხოეთიდან აღარავინ არ საუბრობს მათ არაძალადობრივ ხასიათზე
კუპრაძე - ბაღის აღსაზრდელების ინტოქსიკაცია ოცნების და პერსონალურად კახა კალაძის პასუხისმგებლობაა
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად დასახელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics