|
2026-09-17 12:58:04, 253 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია არის ძალიან ცუდი
იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ბრალდებით, ძირითადად, ეს იყო კორუფციული ბრალდებები, კონკრეტული თანამდებობის პირები აღმოჩნდნენ საპატიმროში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. მათ სცადეს რაღაცების ლაპარაკი, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ ამ ლაპარაკს არასდროს მოჰყოლია რაიმე შედეგი. ვერაფერი თქვეს ხელისუფლებაზე იმდენად სუფთაა ჩვენი ხელისუფლება... მათ შორის, ღარიბაშვილს ვგულისხმობ... დისკომფორტი არის ის, როდესაც ყოფილი პრემიერმინისტრი ხვდება ციხეში კონკრეტული ბრალდებით. ეს, რა თქმა უნდა, დისკომფორტია. დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ღარიბაშვილმა, რომ კორუფციის ბრალდებით მოუწია ციხეში წასვლა. უმჯობესი იყო, მას არ ჰქონოდა ასეთი საქმიანობა წარსულში. ასეთ შემთხვევაში დისკომფორტი იქნებოდა ნაკლები. კორუფცია არის ცუდი. როდესაც ადამიანს აქვს წაყენებული ბრალდება კორუფციასთან დაკავშირებით და ეს ბრალდება არის დადასტურებული, ამას ვერანაირად ვერ ჩამოიწმენდ განცხადებებით თუ წერილებით. კორუფციას ვერავინ გადაფარავს ვერც წერილებით, ვერც განცხადებებით. ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ წარსულზე. ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია არის ძალიან ცუდი.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)