|
2026-09-01 14:57:31, 789 ნახვა
ეკონომიკა
სადაც ახალი იდეები იბადება - თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ცოტა დრო რჩება ბათუმში AD BLACK SEA 2026-ის დაწყებამდე. 10-12 სექტემბერს ფესტივალი მეათე საიუბილეო წელს აღნიშნავს და შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო პროფესიონალებს გააერთიანებს. ფესტივალის უცვლელი პარტნიორი უკვე ათი წელია თიბისია. ბრენდისთვის AD BLACK SEA არის სივრცე, რომელიც ახალ იდეებს, შემოქმედებით თავისუფლებასა და საერთაშორისო გამოცდილებას აერთიანებს და საქართველოში ამ ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს. ფესტივალის ფარგლებში, უკვე მეოთხედ, თიბისი Young Creative-ის ნომინაციას წარადგენს და წლის ყველაზე შემოქმედებით ახალგაზრდას საერთაშორისო პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს. ნომინაციის მნიშვნელობას კარგად აჩვენებს წინა წლის გამარჯვებულის გამოცდილება. ნანუკა ნინიძე, რომელმაც 2025 წელს თიბისის საახალწლო კამპანიით გაიმარჯვა, ამბობს: „Young Creative-ის ნომინაციაში გამარჯვებამ საშუალება მომცა, საპრიზო ფონდით Cannes Lions-ის ფესტივალს დავსწრებოდი. სტუდენტობიდან მოყოლებული, ეს ჩემი ოცნება იყო და მაშინ ძალიან შორეულ მომავალად მეჩვენებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ იდეის რწმენამ ეს შესაძლებლობა რეალობად აქცია“. წელს AD BLACK SEA-ს 20-ზე მტი ქვეყნიდან, 1500-მდე დელეგატი დაესწრება. ფესტივალის კულმინაცია იქნება 12 სექტემბერს, დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც მთავარ სცენაზე, საერთაშორისო ჟიურის მიერ, 14 სხვადასხვა კატეგორიაში ყველზე შემოქმედებითი კამპანიები, სააგენტოები და ბრენდები გამოვლინდებიან. ფესტივალის კონცეფცია „ON THE EDGE“ კი სწორედ ცვლილებებისა და ახალი იდეების გაჩენის ზღვარზე ყოფნას ეძღვნება. ფესტივალი მონაწილეებს პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა და საერთაშორისო კავშირების შექმნის შესაძლებლობასაც მისცემს.
Wall Street Journal-ის ცნობით, ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 10 ათასი ქორწინება და 6 ათასი განქორწინება აღირიცხა
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 17 509 ბავშვი დაიბადა, 22 224 ადამიანი გარდაიცვალა
რვა თვის განმავლობაში რუსულმა ნედლმა ნავთობმა საქართველოში ნედლი ნავთობის იმპორტის 100%, შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
რუსებმა მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს შეუტიეს: 2 ადამიანი დაიღუპა, ფუნქციონირება შეჩერებულია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)