|
2026-08-24 13:13:16, 224 ნახვა
პოლიტიკა
მაჭავარიანი – უკვე იკვეთება, რომ ღარიბაშვილმა წინასწარ იცოდა მძიმე ბრალის შესახებ და თემის პოლიტიზებას ცდილობდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილმა წინასწარ იცოდა მძიმე ბრალის შესახებ, რომელიც მის მიმართ წარდგებოდა და თემის პოლიტიზებას ცდილობდა. მაჭავარიანის თქმით, რომელი თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, კორუფცია არავის ეპატიება. „ვერანაირ დეტალში ვერ შევალ იქიდან გამომდინარე, რომ ეს გამოძიების პრეროგატივაა. წერილები, რასაც ბატონი ღარიბაშვილი იწერებიდა – უკვე იკვეთება, რომ წინასწარ იცოდა მძიმე ბრალი, რაც მის წინაშე წარდგებოდა და თემის პოლიტიზებას ცდილობდა. ძალიან სამწუხაროა, თუმცა ჩვენ საქმით გვაქვს დამტკიცებული, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი იქნება, მოქმედი, თუ რომელი თანამდებობის პირი, ნებისმიერ შემთხვევაში ანალოგიური მიდგომა გვაქვს ნებისმიერ ადამიანზე. ჩვენ კორუფციას არავის ვაპატიებთ. შესაბამისი ნაბიჯები გადავდგით და ეს საქმით გვაქვს დამტკიცებული. ამ ხაზით ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა.
მაჭავარიანი – უკვე იკვეთება, რომ ღარიბაშვილმა წინასწარ იცოდა მძიმე ბრალის შესახებ და თემის პოლიტიზებას ცდილობდა
კობახიძე – დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობას, საერთო ღირებულებებს ეფუძნება
ბრიტანეთის მეფემ უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით მიმართა
ზელენსკიმ საჯაროდ მიმართა ჩინეთს: პეკინმა პუტინი უნდა „დაამშვიდოს“.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განმარტა, თუ სად გაგზავნის პუტინი 300 ათას ახლად მობილიზებული ჯარისკაცს
სიბიგა კიევში ევროპის ექვსი ქვეყნის ლიდერებს შეხვდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)