14:01 - 24 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-24 12:16:31, 250 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: ქვეყანაში როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული

„როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის ახალი ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წინა დღეებში გავრცელებული განცხადებები სავარაუდოდ პრევენციულ ხასიათს ატარებდა.

„ძალიან სამწუხაროა და არასასიამოვნოა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელზე გიწევს საუბარი. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ მისი მხრიდან გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. სავარაუდოდ მას ჰქონდა ინფორმაცია იმ სხვადასხვა საკითხზე, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიება და ალბათ პრევენციული სახის განცხადება ჰქონდა. ყოფილი პოლიტიკოსები ზოგადად ხშირად იყენებენ აღნიშნულ მეთოდს და სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ხდება ხოლმე. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ის ჩვენი ყოფილი თანაგუნდელია. ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ქვეყანაში როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მაჭავარიანი – უკვე იკვეთება, რომ ღარიბაშვილმა წინასწარ იცოდა მძიმე ბრალის შესახებ და თემის პოლიტიზებას ცდილობდა
კობახიძე – დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობას, საერთო ღირებულებებს ეფუძნება
ბრიტანეთის მეფემ უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით მიმართა
ზელენსკიმ საჯაროდ მიმართა ჩინეთს: პეკინმა პუტინი უნდა „დაამშვიდოს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics