|
2026-07-31 17:07:49, 248 ნახვა
El Pais: დაახლოებით 25 000 მიგრანტი ნებაყოფლობით დაბრუნდა ესპანეთიდან მაროკოში
ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში, რომელიც აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს, არალეგალურად ჩასული თითქმის 25 000 მიგრანტი ნებაყოფლობით დაბრუნდა მაროკოში, იტყობინება El Pais შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებით. სამინისტროს ცნობით, ქალაქში სულ 50 000 ადამიანი ჩავიდა. თუმცა, სეუტას ხელისუფლებამ ადრე 60 000 მიგრანტის შესახებ განაცხადა. ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარეობს, მიგრანტების მასობრივი შემოდინება ესპანეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას წარმოადგენს. ამის შესახებ ქალაქში ჩასულმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა. მისი განცხადებები კაბინეტის ვებსაიტზე გავრცელდა. პრემიერ-მინისტრმა „გუშინ მომხდარს თავდასხმა, ესპანეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“ უწოდა. ბოლო დღეებში, 1500-ზე მეტმა მიგრანტმა ძალით შეაღწია ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში, რომელიც გიბრალტარის სრუტის აფრიკულ სანაპიროზე მდებარეობს და მაროკოს ესაზღვრება. ავტონომიური ქალაქის მერმა, ხუან ხესუს ვივასმა, ხუთშაბათს, 30 ივლისს, განაცხადა, რომ ანკლავში „ჰუმანიტარული და სოციალური საგანგებო მდგომარეობა“ მიმდინარეობს.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)