|
2026-07-31 19:45:06, 2311 ნახვა
ეკონომიკა
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
"იმის გათვალისწინებით, რომ გასულ კვირას მომხდარი ქვეყნის ელექტრომომარაგების სრული შეწყვეტის თუნდაც ერთ-ერთ მიზეზად, ენერგო-პრო ჯორჯიას კუთვნილი 110 კილოვოლტიანი ხაზი „გეგუთი“ გაჟღერდა, თავს ვალდებულად ვთვლი გავაკეთო კომენტარი“, – აცხადებს "ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბოცვაძე. მისი თქმით, ცალსახაა, რომ გამანაწილებელი კომპანიის რომელიმე ხაზის გათიშვამ, ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის გადაყვანა ავტონომიურ რეჟიმში, მეზობელ ქვეყანასთან არსებული, პარალელური რეჟიმიდან ჩახსნა და ქვეყნის სრული გათიშვა. "ყოველწლიურად ათობით და შესაძლოა ასობით გათიშვაც კი დაფიქსირდეს კომპანიის კუთვნილ მაღალი ძაბვის ხაზებზე, მაგალითად გასული 18 თვის განმავლობაში, იმავე რეგიონში არსებული ხაზები 11 ჯერ გაითიშა, თუმცა ამას რა თქმა უნდა არ გამოუწვევია 11 ე.წ. ბლექაუთი და არც უნდა გამოეწვია“, - ამბობს "ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. "აქვე საგულისხმოა, რომ 32 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 2 ბლექაუთი, თუმცა მეორე შემთხვევაში "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზი ვერსიადაც კი არ სახელდება. ალბათ სასურველია ამ ორივე შემთხვევის ერთად განხილვა და დადგენა იმ მიზეზების, რაც ორივე შემთხვევაში მეორდება, ვფიქრობ, სწორედ ეს გამაერთიანებელი გარემოებები განსაზღვრავს შეფერხების რეალურ მიზეზებს“,- თქვა ბოცვაძემ მისივე განცხადებით, რა თქმა უნდა რეალური ვერსიის დიდი ნაწილი გამოკვეთილია "თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ვინმესკენ ხელს გავიშვერთ, პირიქით, ამ რთულ ვითარებაში, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ დარგში მოღვაწე ყველა პატიოსან პროფესიონალს, სწორედ მათი შრომით მიიღწევა ის მომსახურების ხარისხი, რაც არსებობს, მიუხედავად არცთუ სახარბიელო ინფრასტრუქტურისა“, - ამბობს მიხელ ბოცვაძე. ბოცვაძე აღნიშნავს, რომ მთავარია სასწრაფოდ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომ ბლექაუთი კიდევ არ განმეორდეს, თუმცა, რა თქმა უნდა განსახორციელებელ ქმედებებში, გამანაწილებელი კომპანიის როლი კვლავ მინიმალურია. "რაც შეეხება უკვე მომხდარს, დაველოდებით მოკვლევებს, კომისიის დასკვნას თუ გამოძიების შედეგებს, რამაც საბოლოოდ პასუხები უნდა გასცეს ყველა დასმულ კითხვას“, - განაცხადა მიხეილ ბიცვაძემ.
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა - 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)