03:42 - 14 Nov, 2026
|
2026-06-23 21:22:50, 7248 ნახვა
რეგიონი
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის მოვალეობის დროებით შემსრულებელი გახდა ალან გაგლოევის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ. ე.წ. „პრეზიდენტმა“ გაგლოევმა დანიშვნის შესახებ განცხადება 22 ივნისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელმაც, თავის მხრივ, ის თავის მრჩევლად დანიშნა. ცხინვალმა განაცხადა, რომ „კონსტიტუციის თანახმად“, მოვალეობის შემსრულებელი ლიდერი უნდა იყოს ოკუპირებული საქართველოს რეგიონის ე.წ. „პრემიერ-მინისტრი“. მარატ კამბოლოვი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად მიმდინარე წლის 16 ივნისს დაინიშნა და ამ „თანამდებობაზე“ ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდა. მანამდე რუსი ჩინოვნიკი ალან გაგლოევის „სახელმწიფო მრჩევლად“ დაინიშნა.
ლე პენი აცხადებს, რომ მზადაა ზელენსკის ბრიუსელში შეხვდეს
Bloomberg: პუტინმა ნატოს შემცირება აშშ-სთან უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პირობად დაასახელა.
სალომე ზურაბიშვილი - ოცნებამ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა
ევა გოცირიძე ნიკა გვარამიას - ირღვეოდა თუ არა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები და იყო თუ არა ამაზე პასუხისმგებელი ენმ?
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)