|
2016-04-04 16:20:19, 673 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილის ცნობით, უცხოური ტურიზმიდან შემოსავალმა საქართველოში 1.9 მილიარდი დოლარი შეადგინა
2016 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,7 პროცენტით გაიზარდა, – ამის შესახებ ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების დიმიტრი ქუმსიშვილმა მშენებარე სასტუმრო „თბილისი რიქსოსში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის განცხადებით, 2016 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს 450,875 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.7 პროცენტია. მარტის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 170,281 შეადგინა, ზრდამ კი 24.8 პროცენტი შეადგინა. ვიცე–პრემიერის განცხადებით, აქამდე მარტში ამდენი ვიზიტორები არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება ეკონომიკურ მაჩვენებლებს, 2015 წელს შემოსავალმა უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგინა 1.9 მილიარდი დოლარი, რაც 148.8 მლნ აშშ დოლარით მეტია 2014 წელთან შედარებით. ამასთან, საერთაშორისო მოგზაურებმა უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა, 2016 წლის ორი თვის ჯამური მაჩვენებლით, შეადგინა 218,904 ათასი ლარი, ზრდამ კი 26.9 პროცენტი. ვიცე–პრემიერის განცხადებით, ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით 6.7 პროცენტს, ზრდა კი 16.2 პროცენტს შეადგენს. ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა პრესკონფერენციის ჩატარების ადგილზე – მშენებარე სასტუმროზე „თბილისი რიქსოსი“, რომელიც უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. მისი განცხადებით, აღნიშნული პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია. „ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის დროს პროექტს ჩავარდნა ემუქრებოდა. თუმცა სწორი მოლაპარაკებითა და ხელშეკრულების გონივრული გაგრძელებით წლის ბოლოს მისი მშენებლობა დასრულდება,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)