|
2026-04-16 16:51:47, 14414 ნახვა
High - Tech
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
სელფი მობაილი აგრძელებს ქსელის განვითარებას იმისთვის, რომ მომხმარებელს ქონდეს სტაბილური, სწრაფი და კომფორტული კავშირი, ნებისმიერ დროს, ყოველდღე. უწყვეტი განახლებების შედეგი აისახა მომხმარებლის კმაყოფილების ზრდაზე - 2026 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, როდესაც რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, მომხმარებლის კმაყოფილება გაიზარდა 10%-ით და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 72%-ით. 2026 წლის პირველ სამ თვეში, სელფიმ ქსელს დაამატა 33 ახალი საბაზო სადგური და მოახდინა 40 არსებული სადგურის მოდერნიზაცია. 73 ახალი და განახლებული სადგური ნიშნავს უფრო ფართო დაფარვას და ქსელის გაძლიერებას იმ ადგილებში, სადაც მომხმარებლები კავშირს ყველაზე აქტიურად იყენებენ. ეს განახლება უზრუნველყოფს უფრო სტაბილურ და სწრაფ კავშირს ყოველდღიურად, ათასობით მომხმარებლისთვის. ახალი ინფრასტრუქტურა განთავსდა როგორც ქალაქებში, ისე რეგიონებსა და ტურისტულად დატვირთულ ლოკაციებზე: იმერეთში, აჭარაში, კახეთში, ქვემო ქართლსა და თბილისში. მათ შორის, მოვიცავით ისეთი ადგილები, ქალაქები და თბილისის რაიონები, როგორებიცაა: ბათუმი, მტირალა, თელავი, ვეჯინი, რუსთავი, გლდანი. ამასთან, მნიშვნელოვანია ღიად ვილაპარაკოთ იმ შემთხვევაზეც, როდესაც მომხმარებლის გამოცდილება დროებით გაუარესდა. ქსელის განახლების პროცესში, ერთ-ერთ ეტაპზე განხორციელდა ახალი რესურსების ჩართვა, რაც საჭირო იყო ქსელის გრძელვადიანად გაძლიერებისთვის. ამ ცვლილებებმა გარკვეულ რეგიონებში გამოიწვიეს კავშირის არასტაბილურობა - გაიზარდა ზარის გაწყვეტის ალბათობა და შეინიშნებოდა ინტერნეტის სიჩქარის ვარდნა. აღმოვაჩინეთ თუ არა ეს შეფერხება, განახლების სამუშაოები გადაიგეგმა და ქსელის მუშაობა დაუბრუნდა სტაბილურ მაჩვენებლებს. შემდგომი სამუშაოები უკვე დავნიშნეთ ისე, რომ მსგავსი ცვლილებები მომხმარებლისთვის შეუმჩნევლად განხორციელდეს. სელფი მობაილი განაგრძობს ქსელის გაძლიერებას იმისთვის, რომ შედეგად მომხმარებელმა მიიღოს საიმედო, სტაბილური და მაღალი ხარისხის კავშირი.
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)