|
2016-03-31 11:33:53, 594 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ 2016 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა
მსოფლიოს ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა Global Finance „თიბისი ბანკი“ საქართველოში 2016 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა. თავის ექსკლუზიურ კვლევაში, Global Finance-მა გამარჯვებული ბანკები მსოფლიოს განვითარებად ბაზრებზე გამოავლინა. საქართველოში საუკეთესო ბანკის კატეგორიაში თიბისი ზედიზედ უკვე მეხუთე წელია იმარჯვებს. ჯამში ამ კატეგორიაში გამარჯვებულად თიბისი ბანკი 8-ჯერ არის დასახელებული Global Finance-ის მიერ. "თიბისი ბანკს 2015 წელსაც ბრწყინვალე შედეგები აქვს, მოგება 38%-ით გაიზარდა, გაუმჯობესდა დანახარჯების ფარდობა შემოსავალთან, ასევე, 25%-ზე მეტით გაიზარდა სესხები და მომხმარებელთა ავანსები. თიბისი ბანკმა დაამტკიცა, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება საქართველოს ბაზარს და ყველა აქციონერს", - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და სარედაქციო საბჭოს დირექტორმა, ჯოზეფ გარაპუტომ. „ჩვენთვის ძალიან საამაყოა ზედიზედ მეხუთედ, საქართველოში საუკეთესო ბანკის ტიტულის მოპოვება. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ თიბისი ბანკს გამორჩეული ფინანსური შედეგები აქვს და ინარჩუნებს ლიდერობას ინოვაციებისა და მომხმარებელთა მომსახურების კუთხით. მინდა, მადლობა გადავუხადო თიბისი ბანკის მთელ გუნდს ჩვენი ბანკის ზრდასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის", - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. ცნობისთვის, Global Finance გამარჯვებულ ბანკებს საბანკო ინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით არჩევს. შერჩევის კრიტერიუმებს წარმოადგენს: აქტივების ზრდა, სტრატეგიული ურთიერთობები, მომხმარებელთა მომსახურება, კონკურენტული ფასები და ინოვაციური პროდუქტები. Global Finance მსოფლიოს წამყვანი ფინანსური გამოცემაა, რომელიც 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 180 ქვეყანაში კითხულობენ. Global Finance-ის აუდიტორია მოიცავს უმაღლესი რგოლის მენეჯერებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში საინვესტიციო და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე. Global Finance -ის ვებგვერდზე —GFmag.com — მოცემულია ანალიტიკური მასალა და სტატიები, რომლებიც საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე მუშაობის 27 წლიან გამოცდილებას ეყრდნობა. Global Finance-ის სათავო ოფისი ნიუ იორკში მდებარეობს, ხოლო წარმომადგენლობები მთელს მსოფლიოში აქვს. Global Finance რეგულარულად არჩევს სუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მომწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის ეს ჯილდოები შედეგების შეფასების სანდო სტანდარტია.
(R)
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)