20:55 - 05 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-05 18:44:55, 260 ნახვა

Publika-ს 2 ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის გამო 2 პირს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მუხლით 8 სექტემბერს კალაძის შტაბთან მომხდარი ფაქტის გამო ორ პირს – ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს ბრალი წარუდგინა.

„პუბლიკას“ საქმის გამომძიებელმა უთხრა, რომ ბრალის წარდგენა მოხდა დღეს, 5 მარტს. შეკითხვაზე, როდის მიმართავენ სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე – გვიპასუხა, რომ აღნიშნულს „პროკურორი გადაწყვეტს“.

მისივე ცნობით, საქმეზე ბრალდებულები დაკავებულები არ არიან.

ინციდენტი 8 სექტემბერს მოხდა. „პუბლიკის“ ჟურნალისტ ქეთო მიქაძეზე იძალადა და ტელეფონი წაართვა ლევან ზარდიაშვილმა.

იმავე დღეს მოხდა ალექსანდრე ქეშელაშვილთან დაკავშირებული ეპიზოდი. უცნობმა პირმა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ტელეფონი წაართვა, რომელიც მოგვიანებით დაიბრუნა.

მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანის თავდაცვა: ირანის მიერ ნახიჩევანზე იერიშის უარყოფა სრულიად მიუღებელია
Publika-ს 2 ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის გამო 2 პირს ბრალი წარუდგინეს
ოცნების საგარეო გმობს ნახიჩევანზე შეტევას, განცხადებაში არ ახსენებს ირანს
სიბიჰა: აზერბაიჯანზე თავდასხმა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ თეირანის რეჟიმი გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი