|
2026-03-05 13:47:08, 266 ნახვა
მედია: რუსებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემს დაარტყეს, არიან დაშავებულები
უკრაინული მედია წერს, რომ რუსმა ოკუპანტებმა შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემს დაარტყეს. ინფორმაციას მედია ოდესის ოლქის გუბერნატორზე ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ. "4 მარტის საღამოს შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემს უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარტყა იმ დროს, როდესაც ის ჩერნომორსკის პორტიდან გადიოდა. გემს გადაჰქონდა სიმინდი. თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ", - ამბობს ოდესის ოლქის გუბერნატორი. მან ასევე დასძინა, რომ დაშავებულებს გაუწიეს დახმარება და მოახდინეს ეკიპაჟის ევაკუირება. გარდა ამისა, ოკუპანტებმა 5 მარტს განახორციელეს თავდასხმა სადესანტო დრონებით სამხრეთ ოდესის რეგიონში. "თავდასხმის შედეგად უფუნქციო დასასვენებელ ცენტრს ხანძარი გაუჩნდა. ცეცხლი გადავიდა ხის შენობებზე. ახლომდებარე ოთხსართულიანი შენობა ნაწილობრივ განადგურდა. ასევე დაზიანდა სამოქალაქო ტრანსპორტი", - თქვა ოლეგ კიპერმა. მან დასძინა, რომ ხანძარი უკვე ჩააქრეს, შემთხვევას დაშავებულები და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
|
რედაქტორის რჩევით
„ისტორიული განაჩენი“. ირანის ლიდერი ნათესავებთან ერთად საკუთარ რეზიდენციაში ისრაელის საჰაერო ძალების 30 ბომბის შედეგად დაიღუპა
ომის კიდევ ერთი წელი თუ მშვიდობის შანსი? როგორ აღნიშნავს უკრაინა რუსული შეჭრის მეოთხე წლისთავს
ომი უკრაინაში
უკრაინული დრონები სარატოვში სამიზნეებს ესხმიან თავს
ზელენსკი: რუსეთს 2027 წლისთვის ოდესასა და დნეპრის დაკავება სურს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)