02:29 - 25 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-24 14:00:52, 234 ნახვა

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

თიბისი, განათლების ხელმისაწვდომობისა და ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში ახალი თაობის გაძლიერების მიზნით, თიბისი ტექსკოლის პროგრამას კიდევ უფრო აფართოებს და მოსწავლეებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. ინიციატივა საქართველოს ყველა რეგიონიდან 9-12 კლასის მოსწავლეებს აერთიანებს და მათ ტექნოლოგიურ სფეროში პრაქტიკული უნარების მიღების შესაძლებლობას სრულიად უფასოდ სთავაზობს.

თიბისი ტექსკოლის განახლებულ პროგრამას, გაზაფხულის და შემოდგომის სემესტრების პარალელურად, ორი ახალი მიმართულება ემატება: „თიბისი ტექსკოლის ელჩები“ და ხელოვნური ინტელექტის სპეციალური კურსი.

თიბისი ტექსკოლის ელჩები“ ტექსკოლის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, თავად გახდნენ ცოდნის გამავრცელებლები და რთული ტექნოლოგიური საკითხები თანატოლებისთვის, პრეზენტაციის ტექნიკებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მარტივ და გასაგებ ფორმატში გადაიტანონ. „თიბისი ტექსკოლის ელჩები“, რომელსაც თიბისი ჯეოლაბთან და ბაქსვუდითან თანამშრომლობით ახორციელებს, თანატოლთა სწავლების საერთაშორისო მოდელებზეა დაფუძნებული და რეგიონებში ტექნოლოგიური ინიციატივების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

2026 წლის კიდევ ერთი სიახლე ხელოვნური ინტელექტის კურსია, რომელიც უფროსკლასელებს აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლონ მომავლის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უნარს და AI, იდეის შექმნიდან, მის ტექნიკურ განხორციელებამდე გამოიყენონ. კურსი პრაქტიკულ სწავლებაზეა დაფუძნებული და ვებ მენეჯმენტის, გრაფიკული დიზაინისა თუ AI პროგრამირების მიმართულებით მიღებული ცოდნის საფუძველზე, მოსწავლე კურსს რეალური ციფრული პროდუქტის შექმნით დაასრულებს.

თიბისი ტექსკოლის სამთვიან ონლაინ კურსებზე უფროსკლასელები პროფესიონალ ლექტორებთან ერთად შეისწავლიან - პროგრამირებას, ვებგვერდის და მობილური აპლიკაციების შექმნასა, გრაფიკულ და UI/UX დიზაინს, სოციალურ მედია მარკეტინგსა და ხელოვნურ ინტელექტს. ტექსკოლაში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდანაა შესაძლებელი. თიბისი ტექსკოლას უკვე 2000-მდე კურსდამთავრებული ჰყავს. არ გამოგრჩეთ ტექსკოლის გაზაფხულის სემესტრის რეგისტრაცია, რომელიც 9 მარტს დაიწყება.

მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, ინტერესების და შესაძლებლობების - სწორედ ეს რწმენა ხდება პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ. თიბისის უფასო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებული ცოდნით, იქნება ეს თიბისი ტექსკოლა, კამპუსი, IT აკადემია, ტექ ოლიმპიადების ჰაბი, AI სტუდენტური კლუბი თუ განათლების სხვა შესაძლებლობები, შექმნი პირველ ციფრული პროექტებს, აღმოაჩენ საკუთარ ძლიერ მხარეებს და ტექნოლოგიურ სამყაროში საკუთარ ისტორია თავად დაწერ.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი - არ არსებობს არანაირი საფუძველი ქართული ორგანიზაციების დასანქცირებისთვის
პროკურატურამ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, დედას ბრალდება წარუდგინა
ომის მე-4 წლისთავზე საქართველომ უკრაინას სოლიდარობა საელჩოში გამოუცხადა.
ივანიშვილის წარმომადგენელმა ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ში თავისი წილი დიდი ბრიტანეთის სანქციებამდე 25 დღით ადრე გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი