17:28 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 13:28:53, 754 ნახვა

ეკონომიკა
ოთარ დანელია კატარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, დოჰაში ოფიციალური ვიზიტის  ფარგლებში, კატარის სახელმწიფოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილეს,  მუჰამედ ბინ აჰმედ ბინ ტოვარს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისა და ორი ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლების დაახლოების საკითხების განხილვა იყო.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოშო ერთობლივი ბიზნესფორუმი კატარელი და ქართველი ბიზნესმენების მონაწილეობით გაიმართება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კატარის სახელმწიფოში ქართული  სასოფლო-სამეურნეო  პროდუქციის ექსპორტის  საკითხებზე, მათ შორის, ცოცხალი პირუტყვის,  ბოსტნეულისა და ხილის საექსპორტო პოტენციალზე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევმა გაათავისუფლა საფრანგეთის ორი მოქალაქე რომლის გამოც ორი რუსი ოლიგარქი სანქციების სიიდან ამოიღეს
80 000-მდე აბონენტს, მათ შორის თბილისის რამდენიმე უბანს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას, წყალმომარაგება 36 საათით შეეზღუდება
გორდულაძე – ევროკავშირში უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ
წითლიძე- აფხაზეთში ჯერ კიდევ არის რუსული ნარატივი, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის უნდა იყოს მტრობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics