02:49 - 19 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-18 17:49:40, 260 ნახვა

პოლიტიკა
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი საქართველოში მედიაგარემოზე ანგარიშს აქვეყნებს

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) 2025 წელს მედიის მდგომარეობის მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, MapMF-მა დააფიქსირა 72 დარღვევა, რომელიც მოიცავდა 107 მედიასთან დაკავშირებულ პირს ან ორგანიზაციას, რაც მათი თქმით, "ასახავს ქართული ოცნების მთავრობის მიერ მედიის თავისუფლების მიმართ მზრად ზეწოლას".

ანგარიშის მიხედვით, დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა (50%, 36 შეტყობინება) სამართლებრივ ინციდენტს წარმოადგენდა, მათ შორის 17 ჯარიმა 36 მედიის წარმომადგენლის წინააღმდეგ, 7 შემთხვევა დაკავებისა და პატიმრობის, ასევე ისეთი რეპრესიული საკანონმდებლო აქტები, რომლებიც ზღუდავს მედიის თავისუფლებას.

დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა ჩადენილი იყო ქვეყნის სასამართლო შტოს მიერ (24), რასაც მოჰყვება მთავრობა/სახელმწიფო მოხელეები (20) და პოლიცია და სახელმწიფო უსაფრთხოების ძალები (14).

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა იყო. MapMF-მა დააფიქსირა 23 ჩარევის შემთხვევა, მათ შორის 13 შემთხვევაში ჟურნალისტებს ღონისძიებებზე დასწრება შეეზღუდათ. ამასთან, ჟურნალისტები კვლავ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი ხდებოდნენ. MapMF-მა საანგარიშო პერიოდში 19 ჟურნალისტზე ფიზიკური თავდასმის 8 შემთხვევა დააფიქსირა.

"ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებისთვის დაუსჯელობა კვლავ ფართოდ იყო გავრცელებული, გამოძიებები ხშირად არასაკმარისია და დამნაშავეები არ არიან პასუხისგებაში მიცემულნი, განსაკუთრებით კი პოლიციელები. როგორც MFRR-ის პარტნიორები აფრთხილებდნენ, საქართველო განაგრძობს სვლას სრულად კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმისკენ, რადგან მმართველი პარტია ქართული ოცნება აძლიერებს ძალისხმევას მედიის თავისუფლების შესარყევად და დამოუკიდებელი ხმების გასაჩუმებლად", - წერია ანგარიშში.

ანგარიშში ნახსენებია ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. ანგარიშში წერენ, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობა მისი პატიმრობის დროს მნიშვნელოვნად გაუარესდა, ხოლო ბრალი, რის გამოც ჟურნალისტი ციხეში ზის განიხილება, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მზია ამაღლობელი და მისი მედიაორგანიზაციები ხშირად იყვნენ ცილისმწამებლური კამპანიებისა და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლნი.  

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ქართული ოცნების რეპრესიულ კანონებზეც. კერძოდ, საუბარია ე.წ. FARA-ს, გრანტების შესახებ, მაუწყებლობის შესახებ, სიტვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ და საერთო სასამართლობის შესახებ კანონებში ცვლილებებზე. 

მაუწყებლობის შესახებ კანონზე საუბრისას ხაზგასმულია, რომ საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიას საშუალება ეძლევა "იმოქმედოს როგორც მთავრობის ცენზორმა მედიასაშუალებების გასაჩუმებლად."

ასევე მოხსენიებულია ის საჩივრები, რომელებიც კომუნიკაციების კომისიაში ქართულმა ოცნებამ ტელეკომპანია ფორმულასა და TV პირველის წინააღმდეგ შეიტანა ისეთი ფრაზებისთვის, როგორებიცაა - "ბიძინა ივანიშვილის პარლამენტი", "ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტი" და ა.შ. 

ანგარიშში ასევე საუბარია ქართული ოცნების მიერ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში რეპრესიულ ცვლილებებზე, რომლის თანახმადაც, ცილისწამება განისაზღვრა, როგორც "განცხადება, რომელიც შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს და აზიანებს პირის რეპუტაციას". აღნიშნულია, რომ ქართული ოცნება ამას კრიტიკოსების გასაჩუმებლად იყენებს. 

ამასთანავე, ყურადღება გამახვილებულია იმ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტებს სასამართლოების დარბაზებში, დერეფნებსა და ეზოებში გადაღების უფლება აეკრძალათ.

ასევე, ნათქვამია ისიც, რომ 2025 წლის პირველ 6 თვეში 36 ჟურნალისტი დაჯარიმდა, უმეტესობა "გზის გადაკეტვის" ბრალდებით რეპორტაჟის მომზადებისას, ხოლო 6 ჟურნალისტი - სოციალურ ქსელში ქართული ოცნების პოლიტიკოსების კრიტიკისთვის. 

მედიაგარემოზე ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება - ხაზგასმულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დიდი ხანია ფუნქციონირებს, როგორც მმართველი პარტიის ინსტრუმენტი, რაც ძირს უთხრის ჟურნალისტების ძალისხმევას, გააშუქონ პოლიტიკური კონტროლის გარეშე.

ანგარიშში ნახსენები არიან ჟურნალისტები - ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილიც, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მათ მაუწყებელში პოლიტიკური ჩარევის შესახებ ისაუბრეს. 

საქართველოს შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ იანვრიდან მოყოლებული ქართული ოცნების რეჟიმი აგრძელებს მის ხელთ არსებული სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებას - რეპრესიული კანონები, უკანონო პატიმრობა, ეკონომიკური დევნა, თვითნებური ჯარიმები, შავი პიარის კამპანიები - რათა კიდევ უფრო შეზღუდოს ქვეყანაში დამოუკიდებელი, ხარისხიანი ჟურნალისტიკის სივრცე. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან დავითაშვილი- ჩვეულებრივ მიწევს ხოლმე საქმის გამო ვიზიტები, თითქმის ყოველ კვირას
ზალუჟნიმ პირველად ისაუბრა ზელენსკისთან კონფლიქტზე
უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინისთვის ელექტროენერგიისა და დიზელის მიწოდების შეწყვეტით იმუქრებიან
ბრალდებული კაკულია - კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს, ეს არის მედიის მოგონილი ვერსია, ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი