|
2026-02-18 13:38:37, 850 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძის მტკიცებით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი, რეალურად, ქართველია
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შემოსული რუსეთის მოქალაქეების უმეტესობა ქართველია. უცხო ქვეყნიდან მიგრაციის სტატისტიკურ მონაცემები "ოცნების" პრემიერმა პარლამენტს გააცნო, სადაც ინტერპელაციის წესით, კონკრეტულ კითხვებზე საპასუხოდ დაიბარეს. კობახიძის თქმით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ქვეყანაში მყოფ უცხოელთა 29.9%-ს შეადგენენ, რაც 32 129 ადამიანს მოიცავს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი დაახლოებით 30% საქართველოს ყოფილი მოქალაქეები ან ქართული გვარის მქონე პირები არიან. მთავრობის ხელმძღვანელმა ასევე გააჟღერა გაძევების სტატისტიკაც. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან 29.9%, 32 129 ადამიანი. აქ მინდა, დავაზუსტო, რომ მათი დიდი ნაწილი არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები და ქართული გვარის მქონე პირები. ჩვენ ჩავხედეთ საზღვრის კვეთის სტატისტიკას და გავარკვიეთ, რომ ეს მაჩვენებელი არის, დაახლოებით, 30%. რუსეთის მოქალაქეების 30%, რომლებიც უცხოელის სტატუსით იმყოფებიან საქართველოში, არიან, რეალურად, ქართველები. გაძევებულ პირთა 20.5% არიან ინდოეთის მოქალაქეები, 12.9% თურქეთის მოქალაქეები, 12% ირანის მოქალაქეები, 7.5% ჩინეთის მოქალაქეები, 5.6% რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. ეს არის საერთო სტატისტიკა გაძევების მიმართულებით, - თქვა დღეს კობახიძემ.
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)