02:49 - 19 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-18 13:32:14, 270 ნახვა

პოლიტიკა
RFE/RL: უკრაინაზე EU-ის დოკუმენტი რუსეთისგან საქართველოდან ჯარების გაყვანასაც ითხოვს

ევროკავშირმა ახალი სადისკუსიო დოკუმენტი შეიმუშავა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხება, კერძოდ, თუ რა დათმობებზე უნდა წავიდეს რუსეთი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების ფარგლებში.

რადიო თავისუფლების (RFE/RL) საგარეო ქმედებათა სამსახური წერს, რომ ევროკავშირის შიდა დოკუმენტი მოიცავს მოთხოვნას, რომ მოსკოვმა ფართო შეთანხმების ფარგლებსი, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას ისახავს მიზნად, გაიყვანოს თავისი ჯარები მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის - საქართველოდან.

RFE/EL-ის ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი თავის ყოველკვირეულ საინფორმაციო ბიულეტენში წერს, რომ დოკუმენტი, სახელწოდებით - "ევროპის ძირითადი ინტერესები ყოველისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისა და კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში", მოითხოვს - "რუსეთის სამხედრო ყოფნისა და განლაგების აკრძალვას ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველოსა და სომხეთში".

რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსებული არიან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში (სამხრეთ ოსეთი), ასევე დნესტრისპირეთში (მოლდოვა), სომხეთსა და ბელარუსში.

რიკარდ იოზვიაკის თანახმად, დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ თუ უკრაინას მოეთხოვება ჯარების რაოდენობის შეზღუდვა ან გარკვეული ტერიტორიებიდან მათი გაყვანა - როგორც ეს აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებში განიხილება - რუსეთმაც უნდა გადადგას ანალოგიური ნაბიჯები.

ასევე RFE/RL-ის ცნობით, ნათქვამია, რომ არ უნდა მოხდეს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ფორმალური აღიარება, რაც ასახავს ევროკავშირის ხანგრძლივ არაღიარების პოლიტიკას, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზეც ვრცელდება.

რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ დოკუმენტი ასევე მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს დეზინფორმაცია, დივერსიები, კიბერთავდასხმები, საჰაერო სივრცის დარღვევები და არჩევნებში ჩარევა ევროპასა და მეზობელ ქვეყნებში - საკითხები, რომლებიც ხშირად საქართველოსაც შეხებია.

რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა უკვე გაუზიარა დოკუმენტი წევრ სახელმწიფოებს - EU-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შესაძლოა დოკუმენტის გარკვეული ნაწილები 23 თებერვალს ბრიუსელში განიხილონ.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს და ცალკეულ ევროპულ ქვეყნებს მონაწილეობა არ მიუღიათ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებში, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მშვიდობა და უსაფრთხოება შეუძლებელია - "მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროკავშირის გარეშე და ევროკავშირის ძირითადი ინტერესების გათვალისწინების გარეშე". 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან დავითაშვილი- ჩვეულებრივ მიწევს ხოლმე საქმის გამო ვიზიტები, თითქმის ყოველ კვირას
ზალუჟნიმ პირველად ისაუბრა ზელენსკისთან კონფლიქტზე
უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინისთვის ელექტროენერგიისა და დიზელის მიწოდების შეწყვეტით იმუქრებიან
ბრალდებული კაკულია - კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს, ეს არის მედიის მოგონილი ვერსია, ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი